1. მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემ უფლებამოსილ პირს (პირებს) წარმოადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საჯარო მოსამსახურე (გარდა 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა) და  არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ წესის 37-ე მუხლის შესაბამისად მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ფიზიკური პირი.

2. მონაცემთა ბაზაში პირის რეგისტრაციისთვის მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება (მაგისტრი/მაგისტრთან გათანაბრებული/დოქტორანტი/დოქტორი) გარემოსდაცვით სფეროში (აგრონომი, ეკოლოგი, ბიოლოგი და მეტყევე);

ბ) შესაბამის დარგში, ასევე, ტყის (მწვანე ნარგავების) აღრიცხვის ან მცენარეთა დაცვის სფეროში პრაქტიკული და საექსპერტო მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილებ