1. მინისტრთა კომიტეტის მოთხოვნით, სასამართლოს შეუ
ძლია გასცეს საკონსულტაციო დასკვნა კონვენციისა და მისი ოქმების განმარტების სამართლებრივ საკითხებზე.
2. ამგვარი დასკვნა არ უნდა ვრცელდებოდეს ისეთ საკითხებზე, რომლებიც შეეხება კონვენციის I კარითა და ოქმებით განსაზღვრულ უფლებათა და თავისუფლებათა შინაარსსა და მათ ფარგლებს, და არც ისეთ საკითხებზე, რომელთა განხილვა სასამართლოს ან მინისტრთა კომიტეტს შესაძლოა მოუწიოს კონვენციის შესაბამისად აღძრული პროცედურის შედეგად.
3. მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნის გამოთხოვის შესახებ მიიღება კომიტეტზე დასწრების უფლების მქონე წარმომადგენელთა ხმების უმრავლესობი