ნებისმიერი ბრალდების დადგენისას, ბრალდებულს უფლება აქვს საჯარო მოსმენაზე, წინამდებარე წესდების დებულებების გათვალისწინებით, მიუკერძოებლად ჩატარებულ სამართლიან განხილვაზე და, სრული თანასწორობის პირობებში, შემდეგ მინიმალურ გარანტიებზე:
დაუყოვნებლივ და დეტალურად იყოს ინფორმირებული ბრალდების ხასიათის, მიზეზისა და შინაარსის შესახებ იმ ენაზე, რომელიც ბრალდებულს სრულად ესმის და რომელზეც საუბრობს;
ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალებები დაცვის მოსამზადებლად და თავისუფლად და კონფიდენციალურად ჰქონდეს კომუნიკაცია ბრალდებულის მიერ არჩეულ ადვოკატთან;
გასამართლდეს გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე;
63-ე მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, დაესწროს სასამართლო პროცესს, განახორციელოს დაცვა პირადად ან ბრალდებულის მიერ შერჩეული სამართლებრივი დახმარებით, თუ ბრალდებულს არ აქვს სამართლებრივი დახმარება, იყოს ინფორმირებული ამ უფლების შესახებ და ისარგებლოს სასამართლოს მიერ უზრუნველყოფილი სამართლებრივი დახმარებით ნებისმიერ საქმეში, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესები ამას მოითხოვს, და ანაზღაურების გარეშე, თუ ბრალდებულს არ აქვს საკმარისი ფინანსური სახსრები მისი ანაზღაურებისთვის;
დაკითხოს ან დააკითხვინოს მის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემი მოწმეები და უზრუნველყოს თავისი სახელით მოწმეების მოწვევა და დაკითხვა იმავე პირობებით, რომლითაც სარგებლობენ მის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემი მოწმეები. ბრალდებულს ასევე უფლება აქვს, მიუთითოს პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებებზე და წარადგინოს წინამდებარე წესდებით დასაშვები სხვა მტკიცებულებები;
უფასოდ ისარგებლოს კომპეტენტური თარჯიმნის დახმარებით და ისეთი თარგმანებით, რომლებიც აუცილებელია სამართლიანობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, თუ სასამართლოში მიმდინარე რომელიმე სამართალწარმოება ან წარდგენილი დოკუმენტი არ არის შესრულებული იმ ენაზე, რომელიც ბრალდებულს სრულად ესმის და რომელზეც საუბრობს;
არ იყოს იძულებული, რომ მისცეს ჩვენება ან აღიაროს დანაშაული და შეინარჩუნოს დუმილი ისე, რომ ასეთი დუმილი არ იყოს გათვალისწინებული დამნაშავეობის ან უდანაშაულობის დადგენისას;
საკუთარი თავის დასაცავად, ფიცის გარეშე, გააკეთოს ზეპირი ან წერილობითი განცხადება; და
თავად მას არ დაეკისროს შებრუნებული მტკიცების ტვირთი ან ბრალდების უარყოფის რაიმე ვალდებულება.
წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული ნებისმიერ სხვა გამჟღავნებაზე დამატებით, პროკურორმა, როგორც კი ეს პრაქტიკული იქნება, დაცვის მხარეს უნდა გაუმჟღავნოს მის ხელთ ან კონტროლის ქვეშ არსებული მტკიცებულებები, რომლებიც, მისი აზრით, აჩვენებს, ან იკვეთება, რომ აჩვენებს ბრალდებულის უდანაშაულობას, ან ამსუბუქებს ბრალდებულის დამნაშავეობას, ან რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ბრალდების მხარის მტკიცებულებების სანდოობაზე. წინამდებარე პუნქტის გამოყენებასთან დაკავშირებული ეჭვის შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლ