სასამართლოს შეუძლია მის წინაშე მყოფ პირებს, რომლებიც არასათანადოდ იქცევიან, მათ შორის, ხელს უშლიან სამართალწარმოებას ან განზრახ უარს ამბობენ მისი მითითებების შესრულებაზე, სასჯელის სახით შეუფარდოს თავისუფლების აღკვეთისგან განსხვავებული ადმინისტრაციული ზომები, როგორიცაა სასამართლო სხდომის დარბაზიდან დროებითი ან მუდმივი გაძევება, ჯარიმა ან სხვა მსგავსი ზომები, რომლებიც გათვალისწინებულია „პროცედურისა და მტკიცებულების წესებით“.

პირველ პუნქტში მითითებული ზომების გამოყენების მომწესრიგებელი პროცედურები განისაზღვრება „პროცედურისა და მტკიცებულების წესებით