სასამართლომ უნდა შეიმუშავოს პრინციპები, რომლებიც ეხება დაზარალებულებისთვის ან მათ მიმართ რეპარაციას, მათ შორის, რესტიტუციას, კომპენსაციას და რეაბილიტაციას. ამის საფუძველზე, თავის გადაწყვეტილებაში სასამართლოს შეუძლია, მოთხოვნის საფუძველზე ან, გამონაკლის შემთხვევებში, საკუთარი ინიციატივით, განსაზღვროს დაზარალებულებისთვის ან მათ მიმართ მიყენებული ნებისმიერი ზიანის, ზარალისა და დაზიანების მოცულობა და რაოდენობა და მიუთითოს ის პრინციპები, რომელთა საფუძველზეც ის მოქმედებს.
სასამართლოს შეუძლია პირდაპირ მიიღოს ბრძანება მსჯავრდებული პირის წინააღმდეგ, რომელშიც მითითებული იქნება შესაბამისი რეპარაცია დაზარალებულებისთვის ან მათ მიმართ, მათ შორის, რესტიტუცია, კომპენსაცია და რეაბილიტაცია. საჭიროების შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია დაადგინოს, რომ რეპარაციის მინიჭება განხორციელდეს 79-ე მუხლით გათვალისწინებული დაზარალებულთა ნდობის ფონდის მეშვეობით.
წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ბრძანების გამოტანამდე, სასამართლოს შეუძლია მოითხოვოს და უნდა გაითვალისწინოს მსჯავრდებული პირის, დაზარალებულების, სხვა დაინტერესებული პირების ან დაინტერესებული სახელმწიფოების მიერ ან მათი სახელით წარდგენილი პოზიციები.
წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას, სასამართლოს შეუძლია, მას შემდეგ, რაც პირი მსჯავრდებული იქნება სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულისთვის, დაადგინოს, აუცილებელია თუ არა 93-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზომების მიღება წინამდებარე მუხლის მიხედვით გათვალისწინებული ბრძანების აღსასრულებლად.
მხარე სახელმწიფომ უნდა აღასრულოს წინამდებარე მუხლის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება იმგვარად, რომ თითქოს წინამდებარე მუხლის მიმართ მოქმედებს 109-ე მუხლის დებულებები.
წინამდებარე მუხლის არცერთი დებულება არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ზიანი მიაყენოს დაზარალებულთა შიდასახელმწიფოებრივი ან საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ უფლებებ