სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულებით დაზარალებულთა და ასეთ დაზარალებულთა ოჯახების სასარგებლოდ, მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის გადაწყვეტილებით, იქმნება დაზარალებულთა ნდობის ფონდი.

სასამართლოს შეუძლია დაადგინოს, რომ ჯარიმებით ან კონფისკაციით შეგროვებული ფული და სხვა ქონება, სასამართლოს ბრძანებით, გადაეცეს დაზარალებულთა ნდობის ფონდს.

დაზარალებულთა ნდობის ფონდი იმართება მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისა