მსჯავრდებულს ან, მისი გარდაცვალების შემდეგ, მეუღლეს, შვილებს, მშობლებს ან ბრალდებულის გარდაცვალების დროს ცოცხალ ერთ პირს, რომელსაც ბრალდებულისგან მიეცა ასეთი საჩივრის შეტანის წერილობითი მითითება, ან პროკურორს ამ პირის სახელით, შეუძლია მიმართოს სააპელაციო პალატას საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის ან სასჯელის გადასინჯვის მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ:

გამოვლინდა ახალი მტკიცებულება, რომელიც:

არ იყო ხელმისაწვდომი სასამართლო პროცესის დროს და ეს გარემოება სრულად ან ნაწილობრივ არ შეერაცხებოდა განაცხადის წარმდგენ მხარეს; და

საკმარისად მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სასამართლო პროცესზე მისი დადასტურების შემთხვევაში, სავარაუდოდ, შედეგად დადგებოდა სხვა განაჩენი;

ახლად გამოვლინდა, რომ სასამართლო პროცესზე გათვალისწინებული და მსჯავრდების საფუძვლად გამოყენებული გადამწყვეტი მტკიცებულება, რომლებზეც დამოკიდებულია გამამტყუნებელი განაჩენი, იყო მცდარი, გაყალბებული ან ფალსიფიცირებული;

ერთმა ან რამდენიმე მოსამართლემ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მსჯავრდებაში ან ბრალდებების დადასტურებაში, ასეთ საქმეში ჩაიდინეს სერიოზული სამსახურებრივი გადაცდომა ან მოვალეობის საკმარისი სიმძიმის სერიოზული დარღვევა, რაც ამართლებს ამ მოსამართლის ან ამ მოსამართლეების თანამდებობიდან გათავისუფლებას 46-ე მუხლის შესაბამისად.

სააპელაციო პალატა არ დააკმაყოფილებს განაცხადს, თუ მას დაუსაბუთებლად მიიჩნევს. თუ იგი დაადგენს, რომ განაცხადი დასაბუთებულია, მას შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში:

ხელახლა მოიწვიოს თავდაპირველი სასამართლო პალატა;

შექმნას ახალი სასამართლო პალატა; ან

შეინარჩუნოს იურისდიქცია აღნიშნულ საკითხზე,იმ მიზნით, რომ „პროცედურისა და მტკიცებულების წესებით“ დადგენილი წესით მხარეთა მოსმენის შემდეგ, დაადგინოს, უნდა გადაისინჯოს თუ არა გადაწყვეტილებ