მუხლი 312. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დაყენება
თავი XXVII — ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის წესი
1. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობა წერილობით შეაქვთ სააპელაციო სასამართლოში განსჯადობის მიხედვით.
2. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დაყენების უფლება აქვს პროკურორს, მსჯავრდებულს ან/და მის ადვოკატს, ხოლო მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში – მის კანონიერ მემკვიდრეს ან/და მის ადვოკატს.
21. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დასაყენებლად მსჯავრდებულს ან/და მის ადვოკატს, ხოლო მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში – მის კანონიერ მემკვიდრეს ან/და მის ადვოკატს უფლება აქვს, უფასოდ მიიღოს იმ სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულებებისა და მასალების დამოწმებული ასლები, რომელზედაც მიღებულია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ.
3. შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს განაჩენის გადასინჯვის საფუძველი და მტკიცებულებები.
4. შუამდგომლობის დაყენება არ აჩერებს განაჩენის აღსრულებას.
საქართველოს 2013 წლის 14 ივნისის კანონი №741 – ვებგვერდი, 27.06.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5576 - ვებგვერდი, 12.07.2016
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.06.2016-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 312. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დაყენება 1. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობა წერილობით შეაქვთ სააპელაციო სასამართლოში განსჯადობის მიხედვით. 2. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დაყენების უფლება აქვთს პროკურორს და, მსჯავრდებულს ან/და მის ადვოკატს, ხოლო მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში – მის კანონიერ მემკვიდრეს. ან/და მის ადვოკატს უფ. 21. ახლად გამოვლენილ გარემოებათაქვს, დ გამო გაყნაჩენოის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის და მხოსაყენებლოად მსჯაშინ, ვროდებულს აცნ/და მის ადვოკატს, ხოლო მსჯავრდებულის გარდასრუცვალწლების შემთხვევაში – მის კანონიერ მემკვიდრეს ან/და მის ადვოკან ტს უფლება აქვს, უფასოდ მიიღოს ეთი ფმ სიზსხლიკუს სამართლი ან ფსი საქმის მტკიცებურლებები ნსაკ და მასალების დამოწმებული ასლები, რომელიზედაც შმიღებუძლია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხდლის სამართლისგ სან თქმის წანხრმოების პროცესში მიღსი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ. 3. შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს განაჩენის გადასინჯვის საფუძველი და მტკიცებულებები. 4. შუამდგომლობის დაყენება არ აჩერებს განაჩენის აღსრულებას.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(8)
საქმე №1აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.04.2024
…მისთვის, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრისათვის არაფერი იყო ცნობილი. იგი არის კეთილსინდისიერი შემძენი და მას რაიმე კავშირი, მით უფრო დანაშაულებრივი, მითითებულ სისხლის სამართლის საქმესთან არ გააჩნია. მართალია, ის არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლში მითითებულ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დაყენების უფლების…
საქმე №38აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.12.2022
…რასაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს და რის გამოც, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, განიხილოს მითითებული შუამდგომლობა. 5. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის…
საქმე №19აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.07.2022
…შემთხვევაში კი არ არსებობს სასამართლოს მიერ შპს „გ-ას“ წარმომადგენლის - ლ. ა-ის შუამდგომლობის განხილვისა და პრეცედენტის წარმოქმნის ზემოაღნიშნული არცერთი გარემოება. 6. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის…
საქმე №18აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.06.2021
…მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დაყენების უფლების მქონე პირთა წრეს საქართველოს მოქმედი სსსკ-ის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილი არ მიაკუთვნებს დაზარალებულს. 4. აღნიშნულიდან გამომდინარე სს,,საქართველოს „................ის“ გენერალური დირექტორი გ. ბ–ი არ…
საქმე №85აგ.-2020 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.06.2021
…განსახილველად დაშვებას. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: 1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: 2. საქართველოს სსსკ-ის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დაყენების უფლება აქვს პროკურორს,…
საქმე №118აგ.-2017 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.04.2018
საქმე №148აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.12.2016
საქმე №26საზ.-2010 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.12.2010
მუხლი 48. გადასინჯვა— ევროპარლამენტის და საბჭოს 2003 წლის 22 სექტემბრის რეგულაცია (EC) No 1829/2003 გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათის და ცხოველის საკვების შესახებ
მუხლი 32. გადასინჯვა და შესწორებების შეტანა— ოქმი ნავთობით დაბინძურების შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციისათვის საერთაშორისო ფონდის შექმნის შესახებ 1971 წლის საერთაშორისო კონვენციის შეცვლის თაობაზე (ფონდი/FUND)2006 წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობის მიხედვით - 1992 წლის ოქმი ნავთობით დაბინძურების შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციისათვის საერთაშორისო ფონდის შექმნის შესახებ 1971 წლის საერთაშორისო კონვენციის შეცვლის თაობაზე
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 312, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-312/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია