1. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის შეტანიდან 2 კვირის ვადაში სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე ამოწმებს, დაყენებულია თუ არა შუამდგომლობა ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად და რამდენად არის ის დასაბუთებული.
2. თუ შუამდგომლობა ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად არ არის დაყენებული ან დაუსაბუთებელია, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით დაუშვებლად ცნობს მას.
განჩინებაზე შეიძლება შეტანილ იქნეს საკასაციო საჩივარი ამ კოდექსით დადგენილი წესით, მისი გამოტანიდან 2 კვირის ვადაში.
3. საკასაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, ისე, რომ არ ამოწმებს მის დასაშვებობას. საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ძალაში დატოვოს სააპელაციო სასამართლოს განჩინება ან გააუქმოს იგი და მიუთითოს სააპელაციო სასამართლოს, რომ მან დაუშვას შუამდგომლობა
.
(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც:
ა.ა) უშვებს მსჯავრდებულის/მისი ადვოკატის შუამდგომლობის ზეპირი მოსმენის გარეშე დაუშვებლად ცნობას იმ შემთხვევაში, როდესაც შუამდგომლობის შემოწმება საჭიროებს სასამართლოს მხრიდან ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევას და დადგენას;
ა.ბ) გამორიცხავს სასამართლოს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში, შეამოწმოს შუამდგომლობის დასაშვებობა და დასაბუთებულობა ზეპირი მოსმენით.
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს სასამართლოს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში, განიხილოს საკასაციო საჩივარი ზეპირი მოსმენით) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება №2/2/1428 – ვებგვერდი, 19.07.2021წ.
4. თუ შუამდგომლობა ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად არის დაყენებული და დასაბუთებულია, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით დაუშვებს მას, ნიშნავს საქმის არსებითი განხილვის თარიღს და მხარეებს აძლევს გონივრულ ვადას საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება №2/2/1428 – ვებგვერდი, 19.07.2021
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (09.10.2009).
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 313. შუამდგომლობის დასაშვებობისა და დასაბუთებულობის შემოწმება 1. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის შეტანიდან 2 კვირის ვადაში სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე ამოწმებს, დაყენებულია თუ არა შუამდგომლობა ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად და რამდენად არის ის დასაბუთებული. 2. თუ შუამდგომლობა ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად არ არის დაყენებული ან დაუსაბუთებელია, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით დაუშვებლად ცნობს მას. განჩინებაზე შეიძლება შეტანილ იქნეს საკასაციო საჩივარი ამ კოდექსით დადგენილი წესით, მისი გამოტანიდან 2 კვირის ვადაში. 3. საკასაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, ისე, რომ არ ამოწმებს მის დასაშვებობას. საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ძალაში დატოვოს სააპელაციო სასამართლოს განჩინება ან გააუქმოს იგი და მიუთითოს სააპელაციო სასამართლოს, რომ მან დაუშვას შუამდგომლობა . (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც: ა.ა) უშვებს მსჯავრდებულის/მისი ადვოკატის შუამდგომლობის ზეპირი მოსმენის გარეშე დაუშვებლად ცნობას იმ შემთხვევაში, როდესაც შუამდგომლობის შემოწმება საჭიროებს სასამართლოს მხრიდან ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევას და დადგენას; ა.ბ) გამორიცხავს სასამართლოს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში, შეამოწმოს შუამდგომლობის დასაშვებობა და დასაბუთებულობა ზეპირი მოსმენით. ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს სასამართლოს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში, განიხილოს საკასაციო საჩივარი ზეპირი მოსმენით) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება №2/2/1428 – ვებგვერდი, 19.07.2021წ. 4. თუ შუამდგომლობა ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად არის დაყენებული და დასაბუთებულია, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით დაუშვებს მას, ნიშნავს საქმის არსებითი განხილვის თარიღს და მხარეებს აძლევს გონივრულ ვადას საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება №2/2/1428 – ვებგვერდი, 19.07.2021
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(676)
- საქმე №24აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.02.2026
…დეკემბრის (ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენის გადასინჯვა და გ. ო-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა. 5. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის 5 თებერვალს, საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მსჯავრდებულ გ. ო-ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობების (2024 წლის 22…
- საქმე №23აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.02.2026
…სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აგვისტოს განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ფ-ს საკასაციო…
- საქმე №22აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.01.2026
…გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია, გარდა ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. მსჯავრდებულ ლ. პ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025…
- საქმე №18აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.10.2025
…დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 2. ქუთაისის…
- საქმე №13აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.08.2025
…შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერი და დასაბუთებულია, მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. მსჯავრდებულ ა. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 2. თბილისის…
- საქმე №3აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.07.2025
- საქმე №11აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.07.2025
- საქმე №8აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.07.2025
- საქმე №1აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.07.2025
- საქმე №6აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.06.2025
- საქმე №5აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.06.2025
- საქმე №16აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.05.2025
- საქმე №12აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.04.2025
- საქმე №4აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.04.2025
- საქმე №36აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.03.2025
- საქმე №38აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.03.2025
- საქმე №32აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.12.2024
- საქმე №29აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.12.2024
- საქმე №30აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.12.2024
- საქმე №25აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.12.2024
- საქმე №35აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.11.2024
- საქმე №21აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.10.2024
- საქმე №19აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.10.2024
- საქმე №33აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.09.2024
- საქმე №24აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.09.2024
- საქმე №12აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.07.2024
- საქმე №27აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.07.2024
- საქმე №23აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.06.2024
- საქმე №1აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.04.2024
- საქმე №11აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.04.2024
- საქმე №4აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.04.2024
- საქმე №2აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.04.2024
- საქმე №33აგ.-2023 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.04.2024
- საქმე №6აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.04.2024
- საქმე №5აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.04.2024
- საქმე №3აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.04.2024
- საქმე №13აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.03.2024
- საქმე №36აგ.-2023 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.02.2024
- საქმე №24აგ.-2023 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.02.2024
- საქმე №30აგ.-2023 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.02.2024
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 676-დან.