დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 15.07.2025
საქმის ნომერი
2აგ.-2025
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
15.07.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020142224702060902

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №2აგ-25 15 ივლისი, 2025 წელი

გ-ე გ. 2აგ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით:

გ. გ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში;

გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (რ. კ-ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 1 წლით;

გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ-ს ეპიზოდი, მობილური ტელეფონის მეშვეობით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 1 წლით;

გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ-ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 1 წლით;

გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 1 წლითა და 6 თვით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 1 წლითა და 6 თვით.

გ. გ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმდა და სასჯელი აეთვალა ფაქტობრივი დაკავების დღიდან – 2020 წლის 23 ივნისიდან.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

გ. გ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (3 ეპიზოდი), სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (რ. კ-ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ-ს ეპიზოდი, მობილური ტელეფონის მეშვეობით) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ-ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 3 წლით;

გ. გ-ს სასჯელი აეთვალა ფაქტობრივი დაკავების დღიდან – 2020 წლის 23 ივნისიდან.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განჩინებით:

მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 დეკემბრის განჩინებით:

მსჯავრდებულ გ. გ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენების გადასინჯვის შესახებ, ცნობილ იქნა დაუშვებლად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 დეკემბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა – გ. გ-მ; კასატორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსათვის მითითებას, რომ განსახილველად დაუშვას მისი შუამდგომლობა.

5.1. საკასაციო საჩივრის თანახმად, კანონმდებელმა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით, დაუშვა საქმის გადასინჯვის შესაძლებლობა მისი სამივე ინსტანციაში განხილვის მიუხედავად. სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ პასუხობს შუამდგომლობაში მითითებულ მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა წარმოდგენილი საქმის მასალა, შეაფასა საკასაციო საჩივრის არგუმენტები და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან:

2. კასატორი ამ შემთხვევაში მიუთითებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

,,არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს.“

3. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მასალა, რომელიც უტყუარი ფორმით დაადასტურებდა, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს.

4. გ. გ-ე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ პასუხობს შუამდგომლობაში მითითებულ მოთხოვნებს, კერძოდ, იგი შუამდგომლობაში მიუთითებს, რომ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობა მოსამართლეს უკრძალავს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას საფუძვლად დაედოს ვარაუდი. გ. გ-ე მიუთითებს ბრალდების შესახებ კონკრეტულ დადგენილებებზე და აღნიშნავს, რომ ისინი დაუშვებელია. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ გ. გ-ე წარდგენილ ბრალდებებში მსჯავრდებულია საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების შედეგად. გარდა ამისა, გ. გ-ის მიერ ამავე საფუძვლით წარდგენილ შუამდგომლობებზე ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ფარგლებში არაერთხელ აქვს სასამართლოს ნამსჯელი (მაგალითად, იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს №20აგ-24 გადაწყვეტილება).

5. საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კასატორის საჩივარში მითითებული გარემოებები არ მიესადაგება საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ რომელიმე საფუძველს და შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 დეკემბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე