დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
26/საზ-10 20 დეკემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
დავით სულაქველიძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ნოემბრის განჩინებაზე, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი ი. კ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 3 აპრილისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აპრილის განჩინებების გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 აპრილის განაჩენით ი. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 361-ე მუხლით ჯარიმა _ 500 ლარი, 250 დღიური ანაზღაურებით, დღიური ანაზღაურება _ 2 ლარი, 19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით _ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ი. კ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. Mმასვე ნაწილობრივ დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1996 წლის 24 მაისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ი. კ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო დანაშაულის ჩადენის დღიდან _ 2002 წლის 29 მარტიდან და სასჯელის მოხდის დასასრულად განესაზღვრა 2016 წლის 29 სექტემბერი.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი გაზის პისტოლეტი ¹..., მჭიდითა და ხუთი ვაზნით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეგზავნოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს, ხოლო დანა, ყალბი პირადობის მოწმობა, ტყავის ბუდე _ განადგურდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 მაისის დადგენილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 აპრილის განაჩენში აღმოიფხვრა უზუსტობა და სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: “ი. კ-ეს სასჯელის ათვლა დაეწყოს დანაშაულის ჩადენის დღიდან _ 2002 წლის 29 მარტიდან და სასჯელის მოხდის დასასრულად განესაზღვროს 2015 წლის 29 სექტემბერი”.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 9 ოქტომბრის დადგენილებით დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ი. კ-ის განცხადება და აღუდგა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 აპრილის განაჩენის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული სააპელაციო გასაჩივრების ერთთვიანი ვადა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 თებერვლის განჩინებით აღმოიფხვრა ი. კ-ის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აპრილის განჩინებაში დაშვებული ბუნდოვანება-უზუსტობა და მის სარეზოლუციო ნაწილში ჩაიწერა: “თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულ ი. კ-ისათვის მისჯილ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს ამ განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და ი. კ-ეს საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 6 თვით, რომლის მოხდა დაეწყოს 2002 წლის 29 მარტიდან”.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 3 აპრილის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენში ი. კ-ის მიმართ შევიდა შემდეგი დაზუსტება, კერძოდ, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მეშვიდე აბზაცი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: “ი. კ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყოს პირველი ინსტანციის მიერ განაჩენის მიღების დღიდან _ 2006 წლის 12 აპრილიდან.”
მსჯავრდებული ი. კ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებულ განაჩენში მის სასარგებლოდ ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შემცირებოდა 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. სასჯელის ვადის საბოლოო დაჯამებისას მხედველობაში ყოფილიყო მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 თებერვლის განჩინება, რომლითაც აღმოიფხვრა ბუნდოვანება-უზუსტობა თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრაში და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სასჯელის დასაწყისად _ 2002 წლის 29 მარტი. ამდენად, იგი ითხოვდა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის შემცირებას 7 წლამდე.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 23 მარტის განაჩენით ი. კ-ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,379-ე მუხლის II ნაწილის “ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. აღნიშნული განაჩენი ბრალდების მხარეს სადავოდ არ გაუხდია. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 აპრილის განაჩენით ი. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,379-ე მუხლის II ნაწილის “ა” ქვეპუნქტითაც, რაც უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ი. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
ი. კ-ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 19,379-ე მუხლის II ნაწილის “ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში.
“ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის I პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული ი. კ-ე საქართველოს სსკ-ის 361-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლდა.
ი. კ-ეს საქართველოს სსკ-ის 19,379-ე მუხლის II ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აპრილის განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 4 წელი და საბოლოოდ ი. კ-ეს მოსახდელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ი. კ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 12 აპრილიდან.
2010 წლის 8 ნოემბერს მსჯავრდებულმა ი. კ-ემ შუამდგომლოით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რითაც მოქმედი სსსკ-ის 312-ე მუხლისა და 310-ე მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 3 აპრილისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აპრილის განჩინებების გადასინჯვა.
იმავე წლის 15 ნოემბერს წარმოდგენილ დამატებითი შუამდგომლობით მსჯავრდებულმა ითხოვა:
სსსკ-ის 310-ე მუხლის „ბ“ და „ზ“ პუნქტების საფუძველზე, სსსკ-ის 314-ე მუხლის II ნაწილის შესაბამისად, გასაჩივრებულ სასამართლო გადაწყვეტილებებში სასჯელის ათვლის უკანონო თარიღის _ 2006 წლის 12 აპრილის შეცვლა კანონიერი _ 2002 წლის 29 მარტით და სასჯელის ფაქტობრივად მოხდის გამო სასჯელისაგან გათავისუფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ნოემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ი. კ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 3 აპრილისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აპრილის განჩინებების გადასინჯვის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ნოემბრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ი. კ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორმა, ითხოვა სსსკ-ის 313-ე მუხლის III ნაწილის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ნოემბრის განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის მითითება იმის თაობაზე, რომ დაუშვას და ზეპირი მოსმენით განიხილოს მისი შუამდგომლობა. ასევე მან ითხოვა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ბ“ და „ზ“ პუნქტების საფუძველზე, იმავე კოდექსის 314-ე მუხლის II ნაწილის შესაბამისად, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასჯელის ათვლის უკანონო თარიღის _ 2006 წლის 12 აპრილის შეცვლა _ 2002 წლის 29 მარტით და სასჯელის ფაქტობრივად მოხდის გამო გათავისუფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის “გ” პუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: „სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული“. იმავე მუხლის „ბ“ პუნქტის საფუძველზე განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: ,,არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს”, ხოლო „ზ“ პუნქტის თანახმად კი თუ: ,,წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო”. ზემოხსენებული კი ი. კ-ის მიერ სასამართლოში შეტანილ შუამდგომლობაში დასაბუთებული არ არის.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია საფუძვლიანია, ხოლო გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე _ კანონიერი და დასაბუთებული და არ არსებობს მისი შეცვლის ან გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც იგი უნდა დარჩეს ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის III ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ი. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.