მუხლი 361. ოფიციალური დოკუმენტის ან სახელმწიფო ჯილდოს შეძენა ან გასაღება
სისხლის სამართლის კოდექსის 361-ე მუხლი · სსკ 361
თავი XL — დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ
ანგარების მიზნით შეძენა ან გასაღება ოფიციალური დოკუმენტისა ან სახელმწიფო ჯილდოსი, რომელიც პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან ათავისუფლებს რაიმე მოვალეობისაგან, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
მთავარი მონაცემები
სასჯელიჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(16)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-432-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2024
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილებაში მიმდინარე გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეზე, ოფიციალური დოკუმენტის, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომის გაყალბების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე უნივერსიტეტის რექტორის გ.მ–ის მიერ სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე, აღნიშნულ ფაქტზე (იხ.
საქმე №20აგ.-2020 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.12.2020
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე იგი გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 361-ე მუხლით შეფარდებული სასჯელისაგან, ხოლო 19, 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა,…
საქმე №17აგ.-2020 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.10.2020
ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 361-ე მუხლითა და სსკ-ის 19, 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ა,”,,ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 361-ე მუხლით - ჯარიმა 500 ლარი;
საქმე №14აგ.-2020 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.08.2020
ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 361-ე მუხლით და შეეფარდა ჯარიმა - 25 დღიური ანაზღაურება 2 ლარის ოდენობით, სულ - 50 ლარის გადახდა.
საქმე №59აგ.-2011 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.10.2011
კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 361-ე მუხლით ჯარიმა _ 500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; სსკ-ის 19, 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით _ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქმე №26საზ.-2010 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.12.2010
საქმე №2კ-53აპ.-09 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.04.2009
საქმე №21საზ.-2006 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.04.2007
საქმე №2კ-232აპ.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.01.2005
საქმე №2კ-20აპ.-2001 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.06.2001
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, მუხლი 361, №2287, 22.07.1999, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16426/muxli-361/