პირის მიერ სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, –

ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90

საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4195 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.367

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3536 – ვებგვერდი, 12.10.2023