1. წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება, მათ შორის, ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით, −
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. წვევამდელის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურისთვის თავის არიდება, მათ შორის, ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით, −
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2017 წლის 28
ივნისის
კანონი №1119 - ვებგვერდი, 10.07.2017წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3536 – ვებგვერდი, 12.10.2023