1. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, ან დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

2. პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირის მიერ საფინანსო დეკლარაციის წარუდგენლობა, დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა ან დეკლარაციაში არსებული ხარვეზის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობა −

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

საქართველოს 2008 წლის 2 ოქტომბრის კანონი №313 - სსმ I, №24, 20.10.2008 წ., მუხ.159

საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1380 – ვებგვერდი, 04.03.2026