განჩინება

სისხლის სამართლის 31.05.2019
საქმის ნომერი
330802219002998016
თარიღი
31.05.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802219002998016

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№21I-19 ქ. თბილისი

ტ-------- ვ-–-----------–--------, 21I-19 31 მაისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდი--- - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - თემურ ცინდელიანის

ადვოკატების - ე----- ო------სა და მ--- ფ------–--ის

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ვ-–-----------–-------- ტ--------ს

თარჯიმან - ნ---- ი-----------ის

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ვ-–-----------–-------- ტ--------ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ე----- ო------სა და მ--- ფ------–--ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ს-------ის რ-------–---დან მოწოდებული მასალების თანახმად:

 

2016 წლის 28 ნოემბერს ს-------ის რ-------–---ს ქ. ბ--–------ის პირველი ძირითადი სასამართლოს განაჩენით ვ. ტ-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ ს-------ის რ-------–---ს სისხლის სამართლის კოდექსის 61-ე მუხლსა და 208-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთობლივად 208-ე მუხლის მე-4 ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი განგრძობითად, დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნული განაჩენით ვ. ტ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და ჯარიმა - 30 000 ს-------–- დინარი. 2017 წლის 5 იანვარს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში. 2017 წლის 19 ივლისს ს-------ის რ-------–---ს ქ. ბ--–------ის მე-3 ძირითადმა სასამართლომ ამ განაჩენთან დაკავშირებით გასცა ვ. ტ--------ს დაკავების ბრძანება. 2017 წლის 27 ივნისს ს-------ის რ-------–---ს ქ. ბ--–------ის პირველი ძირითადი სასამართლოს გადაწყვეტილებით ვ. ტ--------ს მიმართ ამავე სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის განაჩენით სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმა შეიცვალა 30 დღით თავისუფლების აღკვეთით. 2017 წლის 21 სექტემბერს ს-------ის რ-------–---ს ქ. ბ--–------ის მე-3 ძირითადმა სასამართლომ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გასცა ვ. ტ--------ს დაკავების ბრძანება. 2016 წლის 8 დეკემბერს ს-------ის რ-------–---ს ქ. ბ--–------ის პირველმა ძირითადმა საჯარო პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება ვ. ტ--------ს ბრალდების შესახებ, რომლის თანახმადაც, ვ. ტ-------ს ბრალი დაედო ს-------ის რ-------–---ს სისხლის სამართლის კოდექსის 61-ე მუხლსა და 355-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთობლივად 355-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დოკუმენტის გაყალბება ან ყალბი დოკუმენტის გამოყენება, ჩადენილი განგრძობითად, დამამძიმებელ გარემოებებში) და ამავე კოდექსის 61-ე მუხლსა და 208-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთობლივად 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი განგრძობითად, დამამძიმებელ გარემოებებში). 2017 წლის 10 ნოემბრიდან ვ. ტ-------- ს-------ის რ-------–---ს სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის არხებით.

 

2. მოწოდებული მასალების თანახმად, ვ. ტ--------ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 28 ნოემბრის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის 25 ოქტომბრამდე დროის პერიოდში ვ. ტ-------- 1 500 000 ს----------–--------ზე მეტი უკანონო მატერიალური სარგებლის მოპოვების მიზნით, მოქმედებდა ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, რის შედეგადაც მოტყუებით, ყალბი ფაქტების წარდგენის გზით დაეუფლა დაზარალებულების კუთვნილ თანხებს, კერძოდ:

 

აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ვ. ტ-------- დაჰპირდა დაზარალებულ დ------- ბ---------ს, რომ დაეხმარებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ტურისტული ვიზის მიღებასა და აშშ-ში იურისტის პოვნაში, რომელიც იქნებოდა დაზარალებულის წარმომადგენელი მისი დედის, ს------ მ----------ის ჩ------ში გარდაცვალების გამო სიცოცხლის დაზღვევისთვის გათვალისწინებული ფულადი თანხის მიღებაში, აგრეთვე, ჩ------ში მცხოვრები ზ------ კ-----ის წინააღმდეგ საჩივრის შეტანის პროცესში, მის მიერ დ. ბ---------ის წინააღმდეგ ჩადენილი თაღლითობის გამო, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა 5 000 აშშ დოლარის გადახდა. ვ. ტ--------ს მოთხოვნის შესაბამისად, დ. ბ---------მა მას გადასცა თავისი პასპორტი და თანხა – 5000 აშშ დოლარი. აღნიშნულის შემდგომ ვ. ტ-------მა დაზარალებულს მიაწოდა განზრახ არასწორი ინფორმაცია, რომ მოიძია იურისტი აშშ-ში და ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაუგზავნა ამ უკანასკნელს ტელეფონის ნომერი და სხვა მონაცემები, რომლებიც თითქოს ამ იურისტს ეკუთვნოდა. გარდა ამისა, ვ. ტ-------მა დაზარალებულს განზრახ მიაწოდა არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს ამერიკელი იურისტი მომსახურებისთვის საათში იღებდა 600 აშშ დოლარს. შესაბამისად, დაზარალებულმა, მისმა პარტნიორმა ა-–---------- ტ-–--მა და დ. ბ---------ის დამ 2015 წლის 10 ოქტომბრიდან 2016 წლის 30 ივნისამდე დროის პერიოდში ვ. ტ-------ს გადაუხადეს შეთანხმებული ოდენობის ფულადი თანხა საბანკო ანგარიშისა და ფოსტის მეშვეობით, ხოლო ა-–---------- ტ-–--მა აგრეთვე გადაურიცხა ბრალდებულს 1 200 ბ----------------- ს-------ში მდებარე ფოსტის ოფისის საშუალებით. აღნიშნული თანხები გადაირიცხა ამერიკელი იურისტის მომსახურების ასანაზღაურებლად, რომელთანაც თითქოს ვ. ტ-------- იყო შეთანხმებული და რომელიც სინამდვილეში არ არსებობდა, ხოლო ამ თანხას ისაკუთრებდა ვ. ტ--------. ამ ქმედებების შედეგად ვ. ტ-------მა დ. ბ---------ს ჯამურად მიაყენა 3 811 644 ს-------–- დინარის, 1 200 ბ-----------------სა და 5000 აშშ დოლარის მატერიალური ზიანი.

 

იმავე დანაშაულებრივი განზრახვის ფარგლებში, 2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის ოქტომბრის ჩათვლით დროის პერიოდში, ვ. ტ-------მა დაზარალებულ ა-–---------- კ-------ს მიაყენა 37 603 ს-------–- დინარისა და 2 000 ევროს მატერიალური ზიანი. კერძოდ, ბრალდებულმა მოტყუებით დაზარალებულს თავი წარუდგინა ი------–ის საელჩოს თანამშრომლად, რომელსაც კარგი კონტაქტები ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში და დაჰპირდა, რომ დაეხმარებოდა აშშ-ს ტურისტული ვიზის მიღებაში, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა 2 000 ევროს გადახდა. 2015 წლის ნოემბერში დაზარალებულმა ვ. ტ-------ს გადასცა დოკუმენტაცია და 2 000 ევრო. ამასთან, 2016 წლის 6 ივლისსა და 25 ივლისს, ვ. ტ--------ს მოთხოვნის შესაბამისად, ამ უკანასკნელის საბანკო ანგარიშზე დაზარალებულმა შეიტანა, შესაბამისად, 18 724 ს-------–- დინარი და 18 879 ს-------–- დინარი. 2016 წლის 16 ოქტომბერს ვ. ტ-------მა ფოსტა-ექსპრესის საშუალებით გაუგზავნა დაზარალებულს პასპორტი საცხოვრებელ ადგილზე, სადაც მოტყუებით აღნიშნა, რომ თითქოს გამგზავნი იყო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ბ--–------ში, რითიც დაზარალებული განზრახ მოატყუა.

 

2016 წლის 8 დეკემბრის ბრალდების შესახებ დადგენილებაში ასახული ფაქტობრივი გარემოებები:

 

გარდა აღნიშნულისა, 2011 წლის 29 სექტემბრიდან 2015 წლის 8 ივლისამდე დროის პერიოდში ბრალდებულმა ვ. ტ-------მა, გამოყენების მიზნით, მოიპოვა სხვადასხვა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი. ვ. ტ-------მა მოპოვებული ყალბი დუკუმენტები ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის მიღებაზე განაცხადის შეტანისას გამოსაყენებლად გადასცა ბრალდებულებს - ი---- ი----ს, ვ-–-------- კ-------ს, მ--–------ ლ-------ს, მ--–------ ნ-----–--ს, ნ------ კ----–----სა და ნ-----–- მ--–--------ს, რომლებმაც გამოიყენეს ეს დოკუმენტები ზემოხსენებული მიზნით.

 

ამასთან, 2015 წლის მარტიდან აგვისტომდე დროის პერიოდში ვ. ტ-------- მოტყუებით დაჰპირდა დაზარალებულებს - ვ-–-------- კ----–----ს, ნ-----–- ლ--–--ს, მ-----–-- ს----------ს, ი--- ს----------სა და ნ----- შ---------ს, რომ დაეხმარებოდა მათ აშშ-ს ტურისტული ვიზის მიღებაში, რისთვისაც დაზარალებულებს მოსთხოვა სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა და მოტყუებით დაეუფლა ჯამურად, 1 217 590 ს----------–--------ს.

 

3. 2018 წლის 16 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ს-------ის რ-------–---ს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ვ. ტ--------.

 

4. 2018 წლის 19 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ვ. ტ-------ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

 

5. 2018 წლის 3 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ვ. ტ--------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

 

6. 2018 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ვ. ტ--------ს ექსტრადიციის თაობაზე ს-------ის რ-------–---ს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები.

 

7. 2018 წლის 14 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ვ. ტ--------ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა სამი თვით, 6 თვემდე - 2019 წლის 16 მარტამდე.

 

8. 2018 წლის 20 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ვ. ტ--------ს ინტერესების დამცველი ადვოკატების საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

 

9. 2019 წლის 13 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ვ. ტ--------ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა სამი თვით, 9 თვემდე - 2019 წლის 16 ივნისამდე.

 

10. 2019 წლის 20 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ვ. ტ--------ს ინტერესების დამცველი ადვოკატების საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის 2019 წლის 13 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

 

11. 2019 წლის 17 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი ვ-–-------- ტ--------ს (V---------------) ს-------ის რ-------–---ში ექსტრადიცია ს-------ის რ-------–---ს სისხლის სამართლის კოდექსის 61-ე მუხლსა და 208-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთობლივად 208-ე მუხლის მე-4 ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი განგრძობითად, დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის მოცემული პირის მიმართ ს-------ის რ-------–---ს ქ. ბ--–------ის პირველი ძირითადი სასამართლოს მიერ 2016 წლის 28 ნოემბერს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით, რომელიც ასევე მოიცავს ს-------ის რ-------–---ს ქ. ბ--–------ის პირველი ძირითადი სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით შეფარდებულ სასჯელს; ასევე დასაშვებად იქნეს ცნობილი ვ-–-------- ტ--------ს (V---------------) ს-------ის რ-------–---ში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ს-------ის რ-------–---ს ქ. ბ--–------ის პირველი ძირითადი საჯარო პროკურატურის მიერ 2016 წლის 8 დეკემბერს გამოტანილ ვ. ტ--------ს ბრალდების შესახებ დადგენილებაში და დასჯადია ს-------ის რ-------–---ს სისხლის სამართლის კოდექსის 61-ე მუხლსა და 355-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთობლივად 355-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დოკუმენტის გაყალბება ან ყალბი დოკუმენტის გამოყენება, ჩადენილი განგრძობითად, დამამძიმებელ გარემოებებში) და ამავე კოდექსის 61-ე მუხლსა და 208-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთობლივად 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი განგრძობითად, დამამძიმებელ გარემოებებში).

 

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ 2019 წლის 21 მაისის განჩინებით დასაშვებად ცნო ვ-–-------- ტ--------ს (V---------------) ს-------ის რ-------–---ში ექსტრადიცია ს-------ის რ-------–---ს სისხლის სამართლის კოდექსის 61-ე მუხლსა და 208-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთობლივად 208-ე მუხლის მე-4 ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი განგრძობითად, დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის მოცემული პირის მიმართ ს-------ის რ-------–---ს ქ. ბ--–------ის პირველი ძირითადი სასამართლოს მიერ 2016 წლის 28 ნოემბერს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით, რომელიც ასევე მოიცავს ს-------ის რ-------–---ს ქ. ბ--–------ის პირველი ძირითადი სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით შეფარდებულ სასჯელს; ასევე დასაშვებად იქნა ცნობილი ვ-–-------- ტ--------ს (V---------------) ს-------ის რ-------–---ში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ს-------ის რ-------–---ს ქ. ბ--–------ის პირველი ძირითადი საჯარო პროკურატურის მიერ 2016 წლის 8 დეკემბერს გამოტანილ ვ. ტ--------ს ბრალდების შესახებ დადგენილებაში და დასჯადია ს-------ის რ-------–---ს სისხლის სამართლის კოდექსის 61-ე მუხლსა და 355-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთობლივად 355-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დოკუმენტის გაყალბება ან ყალბი დოკუმენტის გამოყენება, ჩადენილი განგრძობითად, დამამძიმებელ გარემოებებში) და ამავე კოდექსის 61-ე მუხლსა და 208-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთობლივად 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი განგრძობითად, დამამძიმებელ გარემოებებში).

 

13. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ვ. ტ--------ს ინტერესების დამცველი ადვოკატები - ე----- ო------ და მ--- ფ------–--ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის განჩინების გაუქმებას შემდეგი მოტივებით: ვ. ტ-------- ს-------ის რ-------–---ში იდევნება პოლიტიკური ნიშნით; ექსტრადიციის შემთხვევაში იგი შესაძლებელია, დაექვემდებაროს წამებასა და არასათანადო მოპყრობას; გასათვალისწინებელია ს-------ის რ-------–---ში არსებული მძიმე მდგომარეობა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით; განაჩენი, რომელიც წარედგინა ინტერპოლის ბიუროს, გაყალბებულია და მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია; გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ს-------ის რ-------–---ში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში თანამესაკნის მხრიდან ვ. ტ-------- დაექვემდებარა სექსუალური ხასიათის ძალადობას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

 

3. ს-------ის რ-------–---ს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ვ. ტ-------- საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2018 წლის 16 სექტემბერს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

4. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ძებნილი ვ. ტ--------ს მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები.

 

5. დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ ვ. ტ--------ს ექსტრადიცია არ უნდა განხორციელდეს ს-------ის რ-------–---ში, რადგან იგი პოლიტიკური ნიშნით იდევნება, ასევე იმის გამოც, რომ არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნით დასტურდება, რომ იქ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მძიმე მდგომარეობაა და შესაძლოა, ვ. ტ-------- დაექვემდებაროს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, კერძოდ:

ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნასა და არასათანადო მოპყრობას და აღნიშნულის თაობაზე მტკიცების ტვირთი აკისრია დაცვის მხარეს (Mamatkulov and Askarov v. Turkey, no 46827/99 46951/99, ECHR [GC], 73).

 

შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია ისეთი ხასიათის მტკიცებულებები, რომლებიც შექმნიდა არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ ვ. ტ--------ს სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნება მისი ს-------ის რ-------–---ში ექსტრადიციის შემთხვევაში ან შესაძლოა, იგი პოლიტიკური ნიშნით დევნის მსხვერპლი გახდეს, კასატორების ზოგადი განცხადება, რომ ს-------ის რ-------–---ში მძიმე მდგომარეობაა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, არ წარმოადგენს ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას.

 

6. რაც შეეხება ვ. ტ--------ს განმარტებას, რომ იგი ს-------ის რ-------–---ში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში თანამესაკნის მხრიდან დაექვემდებარა სექსუალური ხასიათის ძალადობას, პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად, გარდა ვ. ტ--------ს, მისი დედისა და პარტნიორის მიერ გაკეთებული განცხადებებისა, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია და საექსტრადიციო მასალებშიც არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ ს-------ის რ-------–---ში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსების პერიოდში ვ. ტ-------- დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას თანამესაკნის მხრიდან, კერძოდ: არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ვ. ტ--------ს მიერ, მის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, ს-------ის რ-------–---ს შესაბამისი ორგანოებისათვის მიმართვის ფაქტს და იმ გარემოებას, რომ ს-------ის რ-------–---ს შესაბამისმა ორგანოებმა არ მოახდინეს რეაგირება ან არასათანადო რეაგირება მოახდინეს მის განცხადებაზე.

 

7. უსაფუძვლოა ასევე დაცვის მხარის მითითება, რომ ს-------ის რ-------–---ს მიერ ინტერპოლისთვის წარდგენილი განაჩენი გაყალბებულია, ვინაიდან ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.

 

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 მაისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ვ-–-------- ტ--------ს (V---------------) ს-------ის რ-------–---ში ექსტრადიცია ს-------ის რ-------–---ს სისხლის სამართლის კოდექსის 61-ე მუხლსა და 208-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთობლივად 208-ე მუხლის მე-4 ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი განგრძობითად, დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის მოცემული პირის მიმართ ს-------ის რ-------–---ს ქ. ბ--–------ის პირველი ძირითადი სასამართლოს მიერ 2016 წლის 28 ნოემბერს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით, რომელიც ასევე მოიცავს ს-------ის რ-------–---ს ქ. ბ--–------ის პირველი ძირითადი სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით შეფარდებულ სასჯელს; ასევე დასაშვებად იქნა ცნობილი ვ-–-------- ტ--------ს (V---------------) ს-------ის რ-------–---ში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ს-------ის რ-------–---ს ქ. ბ--–------ის პირველი ძირითადი საჯარო პროკურატურის მიერ 2016 წლის 8 დეკემბერს გამოტანილ ვ. ტ--------ს ბრალდების შესახებ დადგენილებაში და დასჯადია ს-------ის რ-------–---ს სისხლის სამართლის კოდექსის 61-ე მუხლსა და 355-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთობლივად 355-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დოკუმენტის გაყალბება ან ყალბი დოკუმენტის გამოყენება, ჩადენილი განგრძობითად, დამამძიმებელ გარემოებებში) და ამავე კოდექსის 61-ე მუხლსა და 208-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთობლივად 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი განგრძობითად, დამამძიმებელ გარემოებებში), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ვ-–-----------–-------- ტ--------ს (V---------------) ინტერესების დამცველი ადვოკატების - ე----- ო------სა და მ--- ფ------–--ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

 

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

პ. ქათამაძე