არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი პირის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილას 10 დღის განმავლობაში საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობა −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
შენიშვნა: არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი პირი, რომელიც პირველად ჩაიდენს ამ მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას, შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, თუ მისი სამსახურში გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო მძიმე ვითარებით.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3536 – ვებგვერდი, 12.10.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.09.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 21.09.2023 კანონი №3536
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება