1. პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
11. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის;
გ) არასრულწლოვანის თანდასწრებით;
დ) აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
2. პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, ანდა მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.
21. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) ჩადენილი ჯგუფურად;
ბ) ჩადენილი არაერთგზის;
გ) ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით;
დ) ჩადენილი აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით;
ე) რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე.
3. პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის ანდა მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლით ან ამ კოდექსის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4981 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
საქართველოს 2017 წლის
ივნისის
კანონი №944
- ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №275 – ვებგვერდი, 06.02.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 06.02.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 06.02.2025 კანონი №275
- 01.07.2011 კანონი №4981
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 3531. პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა 1. პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. 11. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) არასრულწლოვანის თანდასწრებით; დ) აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. 2. პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, ანდა მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე. 21. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება: ა) ჩადენილი ჯგუფურად; ბ) ჩადენილი არაერთგზის; გ) ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით; დ) ჩადენილი აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით; ე) რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე. 3. პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის ანდა მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლით ან ამ კოდექსის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. საქართველოს 2017 წლის ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №2კ-165აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.06.2026
აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: მხოლოდ ის გარემოება, რომ დაზარალებულები პოლიციელები იყვნენ და მსჯავრდებულმაც იცოდა ეს, საკმარისი არ არის ქმედების საქართველოს სსკ-ის 353¹-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, არამედ − აუცილებელია დადგინდეს, რომ ძალადობა მიმართული იყო უშუალოდ პოლიციელთა ჯანმრთელობის ხელყოფისაკენ, მათი სამსახურებრივი სტატუსიდან გამომდინარე, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება.
- საქმე №2კ-18აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.04.2026
კასატორი განმარტავს, რომ დაზარალებულ პოლიციელებსა და მსჯავრდებულს წარსულში რაიმე კონფლიქტი არ ჰქონიათ, მსჯავრდებულმა იცოდა, რომ დაზარალებულები პოლიციელები იყვნენ, ხოლო მისი მხრიდან ძალადობას თავდასხმითი ხასიათი გააჩნდა, რაც ერთობლივად სსკ-ის 353¹-ე მუხლის შემადგენლობას ადასტურებს. 6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება