განაჩენი

სისხლის სამართლის 28.05.2019
საქმის ნომერი
060100118002677667
ინსტანცია
თარიღი
28.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-813-2018 წელი

№060100118002677667

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

18 იანვარი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსა-მართლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხი-ლე ს----- წ-------ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ს----- წ-------, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, მცხოვრები ს-----------------------------–-------ში, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდე-ბაში.

aRwerilobiTi nawili:

ს----- წ-------ს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც ფიზიკური ტკი-ვილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათ-ვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

ს----- წ-------მ 2018 წლის 17 სექტემბერს, დაახლოებით 11 საათზე, მთვრალ მდგომა-რეობაში მყოფმა, ს------------------------------–------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთელაპარაკების ნიადაგზე სახის არეში ხელის რამოდენიმეჯერ დარ-ტყმით ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე თ-- კ-------–---ზე, რის შედეგადაც ამ უკანას-კნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ს----- წ-------მ 2018 წლის 17 სექტემბერს, დაახლოებით 13 საათზე, მთვრალ მდგომა-რეობაში მყოფმა, ს------------------------------–------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთელაპარაკების ნიადაგზე თავის არეში ხელის ერთხელ დარტყმით ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე თ-- კ-------–---ზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენით ს----- წ------- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბარლდებებში.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრა პროკურორმა მ------ მ--–--ემ. აპელანტი ითხოვს ს----- წ-------ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ბრალდების მხა-რის მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა კ------------- ნ-------, მ------ მ-------ე და გ------- ხ----–--–---, რომლებმაც დაადასტურეს, რომ დაზარალებულმა თ-- კ-------–----მა და მოწმე ა-- წ-------მ მათთან ჩვენების მიცემისას განაცხადეს, რომ ს----- წ-------მ ორჯერ იძალადა ფიზიკურად თ-- კ-------–---ზე. ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ მ------ ნ-----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ თ-- კ-------–---ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნება დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და სისხლჩაქცევების სახით და თ-- კ-------–---ის განმარტებით ეს დაზიანებები მას მიაყენა მეუღლემ ს----- წ-------მ 2018 წლის 17 სექტემბერს.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმე თ-- კ-------–---მა და ა-- წ-------მ ისარგებლეს მასთთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის – ს-----ი წ-------ს მიმართ.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმემ, სამტრედიის შს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა შ----- გ---–--------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის სექტემბრის თვეში, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, იყო მორიგე. პოლიციაში შესული შეტყობინების საფუძველზე უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ზ. მ------–--ესთან, გამომძოებელ კ. ნ--------სთან და სამმართველოს უფროსის მოადგილე ა. დ---–--ესთნ ერთდ მივიდნენ ს---–---- (ს-----) წ-------ს ოჯახში, სოფელ ჩ----–ში, რომელასც შეტყობინების მიხედვით ნაცემი ჰყავდა მეუღლე. ს. წ------- დახვდათ სახლში ნასვამი არასრულწლოვან შვილთან ერთად. მან განაცხადა, რომ ცოლი არ უცემია. გამომძიებელმა განუმარტა მისვლის მიზეზი, შეადგინა ოქმი, ს. წ------- დააკავეს, ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს პოლიციაში. ს. წ------- უარყოფდა ცოლის ცემის ფაქტს და არ მიჰყვებოდა პოლიციელებს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ანალოგიური დაადასტურა მოწმის სახით ჩვენების მიცემისას, შს სამტრედიის რაიონუ-ლი სამმართველოს უბნის უმცორსმა ინსპექტორმა ზ---- მ------–--ემ.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმემ, შს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მ-----– ნ--------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ამ საქმეზე, შეტყობინების საფუძ-ველზე მისული იყო სოფელ ჩ----–ში ს. წ-------ს საცხოვრებელ სახლში, რომელსაც გაე-საუბრა შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებზე და შეადგინა შესაბამისი ოქმი. 2018 წლის 18 სექტემბერს, თარიღი ზუსტად არ ახსოვს, მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგი-ლის დათვალიერებაში. დათვლიერებაში მონაწილეობდა ასევე დაზარალებული თ-- კვან-ტალიანი და ექსპერტ-კრიმინალისტი. დათვალიერებისას დაზარალებულმა მიუთითა ის ადგილი, სადაც მას ცემა ს. წ-------მ.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმემ, სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიე-ბელმა მ------ მ-------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 17 სექტემბერს, სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რის საფუძველზე ზ---- მ------–--ესთან და მ------– ნ--------ესთან ერთდ მივიდნენ ს------------------------------–------შში წ--------ის ოჯახში, სადაც დახვდა ს----- წ-------, მისი მეუღლე კი სახლში არ იყო. ს. წ-------მ უარყო კონფლიქტის არსებობა. მ. ნ--------ემ შეადგინა გასაუბრების ოქმი. ამის შემდეგ ტელეფო-ნით ესაუბრა შეტყობინების ინიციატორს, შემდეგ კი მივიდა მასთან სახლში და გაესაუბ-რა. ინიციატორი აღმოჩნდა ს. წ-------ს შვილი ა-- წ-------, რომელმაც დაუდასტურა ცემის ფაქტი, რის საფუძველზეც დაიწო გამოძიება. მან პირადად გამოსცა ს. წ-------ს მიმართ შემაკავებელი ორდერი. ორდერის გამოცემისას თ. კ-------–---მა დაუდასტურა მას ცემის ფაქტი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმემ, სამტრედიის რაიონული სამმართელოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა კ------------- ნ--------მ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ 2018 წლის 17 სექტემბერს იყო მორიგე. სამორიგეო ნაწილში შემოსული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით. მან ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. მოწმის სახით გამოკითხა ა-- წ------- და თ-- კ-------–---ი და მათი ჩვენების საფუძ-ველზე დააკავა ს. წ-------, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, დანიშნა ექსპერტიზა, ბრალი წარუდგინა ს. წ-------ს და დაკითხა იგი ბრალდებულის სახით.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ექსპერტმა მ------ ნ-----–--ემ მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცე-მული დასკვნის სისწორე და განაცხადა, რომ ექსპერტიზისას, თ. კ-------–---მა განმარტა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მისივე განმარტებით, თ. კ-------–---ის სხეულზე არსებული დაზიანებები შეიძება წარმოშობილი იყოს მკვრივი ბლაგვი საგნის, როგორც ერთჯერადი, ისე რამოდენიმეჯერ ზემოქმედების შედეგად, რაც შეიძლება იყოს იატაკი, კედელი ან ადამიანის სხეულის რომელიმე ნაწილი. რაც შეეხება ტკივილის განც-დას, ექსპერტმა განმარტა, რომ განიცადა თუ არა ტკივილი პიროვნებამ, შეუძლია დაადას-ტუროს მხოლოდ მან. სხვა ვერ გაიგებს მას ტკიოდა თუ არა და შესაბამისად ექსპერტიზა ამის თაობაზე ვერ იმსჯელებს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, 2018 წლის 18 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ს-------------------------------–------–ი და წარმოადგენს მოწმე თ-- კ-------–---ის სახლს. სახლის ეზოში შევდი-ვართ ორფრთიანი დიდი და ერთფრთიანი პატარა ჭიშკრის გავლით. სახლი არის ორ-სართულიანი პირველი სართული არის კაპიტალურად ნაშენი ხოლო მეორე სართული არის ხის მასალისაგან გაკეთებული, სახლი დახურულია შიფრით. პირველ სართულზე არის სულ სამი ოთახი, საძინებელი, სამზარეულო და მისაღები ოთახი. სახლის პირველ სართულზე შევდივართ ორფრთიანი ხის კარების გავლით და შევდივართ მისაღებ ოთახ-ში სადაც დაწყობილია ნივთები. მოწმე თ-- კ-------–---მა ხელით მიუთითა მისაღებ ოთახში ის ადგილი სადაც მისმმა მეუღლემ 2018 წლის 17 სექტემბერს დილით 12 საათზე ცემა და სახის არეში რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი, ხოლო ამის შემდეგ ხელით მიუ-თითა ის ადგილი ისევ იმ ოთახში, სადაც იმავე დღეს რამოდენიმე საათში მისი შვილის ა-- წ-------ს თანდასწრებით განმეორებით ერთხელ დაარტყა თავის არეში ხელი.

(ს.ფ. 27–35).

საქმეში არსებული, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განაჩენით დადგენილია, რომ ს-----ი წ------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 361-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განე-საზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

(ს.ფ.56-59)

საქმეში არსებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვ-ნული ბიუროს 2018 წლის 20 სექტემბრის №--------- ექსპერტიზის დასკვნით დადგე-ნილია, რომ 2018 წლის 18 სექტემბერს 00:18-00:25 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯ-ვით მოქალაქე თ-- კ-------–---ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდა-მოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და სისხლჩაქცევების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში).

დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქ-მედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინაარმდეგებიან დადგე-ნილებაში მითითებულ თარიღს.

(ს.ფ. 94-97)

გააანალიზა რა საქმეში არსებული ზემოთმოყვანილი მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნა, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას ს----- წ-------ს უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ.

ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტა-ნისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარ-წმუნებდა, ს-----ი წ-------ს ბრალეულობაში.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რო-მელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდე-ბულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიო-ბა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტუ-რობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივ-რულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარებოდა ბრალდება, იყო დაზარალებულ თ-- კ--------–---ისა და მოწმე ა-- წ-------ს ჩვენებები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და მოწმეების კ------------- ნ--------, მ------ მ-------ე და გ------- ხ----–--–---ს ჩვენებები.

პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმეებმა (დაზარალებულმა) თ-- კ-------–---მა და (მოწმე) ა-- წ-------მ, ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - ს----- წ-------ს მიმართ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად მოწ-მის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართ-ლის საქმის გარემოებათა შესახებ.

მოწმეები კ------------- ნ--------, მ------ მ-------ე და გ------- ხ----–--–---, რომელთა ჩვენებებზეც აპელირებს ბრალდების მხარე არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი, მათი ჩვენებები ირიბი ჩვენებებია და ემყარება სხვა პირების, კერძოდ დაზარალებულ თ-- კვან-ტალიანისა და მოწმე ა-- წ-------ს მიერ გავრცელებულ ინფორაციას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად - საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებუ-ლებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.

რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, მხოლოდ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ვერ გახდება ს----- წ-------ს მიმართ გაგამტყუნებელი განაჩენის დადგენის სა-ფუძველი, რადგან აღნიშნული დასკვნით დასტურდება მხოლოდ დაზიანებების არსებობა დაზარალებულის სხეულზე, ხოლო თუ როგორ და რა ვითარებაში მიიღო ამ უკანასკნელ-მა ეს დაზიანებები, ექსპერტიზის დასკვნით შეუძლებელია დადგენილი იქნეს.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ს----- წ-------ს მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად არ არსებობს ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებუ-ლებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ს----- წ-------ს მიერ ბრალად წარდგენილ დანაშაულთა ჩადენაში, არ არსებობს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

შესაბამისად, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენი ს----- წ-------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის გამამართლებელი განა-ჩენი ს----- წ-------ს მიმართ დარჩეს უცვლელი:

ს----- წ------- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

ს----- წ-------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო – გაუქმებულია.

განემარტოს გამართლებულ ს-----ი წ-------ს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებუ-ლი ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili