1. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ წლის განმავლობაში მიღებული ფულადი ჯილდოს საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ პირის მიერ დაკავებული თანამდებობის/პოზიციის თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 10%-ს.

2. განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლებელია საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული განსაკუთრებული შემთხვევისთვის, ერთჯერადად მიეცეს ფულადი ჯილდო ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის გაუთვალისწინებლა