თავი VIII — შრომის ანაზღაურებასთან და დასაქმებულ პირთა რიცხოვნობასთან დაკავშირებული ზოგიერთი შეზღუდვა
1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს იმ პროფესიათა/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხა და შესაბამისი შრომის ანაზღაურების წესი, რომელთათვისაც მოითხოვება ისეთი პროფესიული უნარ-ჩვევები და კვალიფიკაცია, რომლებიც შრომის ბაზარზე იშვიათი და დეფიციტურია, ან/და რომელთა შესაბამისი შრომის ანაზღაურება კერძო სექტორში მნიშვნელოვნად აღემატება საჯარო სამსახურში არსებულ შრომის ანაზღაურებას.
2. საჯარო დაწესებულების მიმართვის საფუძველზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ადგენს კონკრეტული თანამდებობისთვის/პოზიციისთვის განსაზღვრულ ფუნქციათა ერთობლიობის შინაარსის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ნუსხასთან შესაბამისობას.
საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №316 – ვებგვერდი, 21.02.2025წ.
თავი IX
გარდამავალი დებულება
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.02.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.02.2025 კანონი №316
წინა რედაქცია (29.12.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 33. კერძო სექტორთან კონკურენციის დაძლევის შესაძლებლობა 1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს იმ პროფესიათა/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხა და შესაბამისი შრომის ანაზღაურების წესი, რომელთათვისაც მოითხოვება ისეთი პროფესიული უნარ-ჩვევები და კვალიფიკაცია, რომლებიც შრომის ბაზარზე იშვიათი და დეფიციტურია, ან/და რომელთა შესაბამისი შრომის ანაზღაურება კერძო სექტორში მნიშვნელოვნად აღემატება საჯარო სამსახურში არსებულ შრომის ანაზღაურებას. 2. საჯარო დაწესებულების მიმართვის საფუძველზე საჯქართველოს ამთავრთლობის იურიადმიულნი პირი – საჯატრო სამსახურცის ბიურო ა ადგენს კონკრეტული თანამდებობისათვის/პოზიციისათვის განსაზღვრულ ფუნქციათა ერთობლიობის შინაარსის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ნუსხასთან შესაბამისობას. თავი IX გარდამავალი დებულებანი