1. თითოეული მონაწილე თავის შიდა კანონმდებლობაში გაითვალისწინებს ზეგავლენას დაძლევისა და გამორკვევის 30-დღიან პერიოდს, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სათანადო საფუძველი ვარაუდისათვის, რომ მოცემული პირი წარმოადგენს მსხვერპლს. ასეთი პერიოდი საკმარისი იქნება აღნიშნული პირისათვის, რათა მან დაძლიოს და თავი დააღწიოს ტრეფიკიორთა ზეგავლენას და/ან მიიღოს გადაწყვეტილება კომპეტენტურ ორგანოებთან თანამშრომლობის შესახებ. ამ პერიოდის განმავლობაში, არ შეიძლება გამოცემულ იქნეს განკარგულება ამ პირის გაძევების შესახებ. ეს ნორმა არ ზღუდავს კომპეტენტურ ორგანოთა უფლებას განახორციელონ თავიანთი საქმიანობა შესაბამისი სამართალწარმოების ყველა ეტაპზე და განსაკუთრებით, დანაშაულებათა გამოძიებისა და სამართლებრივი დევნის დროს. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, მონაწილეები ამ პირებს დართავენ თავიანთ ტერიტორიაზე ყოფნის უფლებას.

2. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ამ მუხლის 1 პუნქტში მითითებულ პირებს უფლება აქვთ ისარგებლონ მე-12 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ზომებით.

3. მონაწილეები ვალდებულნი არ არიან დაიცვან ეს პერიოდი, თუ იგი ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგის ინტერესებს, ან თუ გამოირკვევა, რომ მსხვერპლის სტატუსის მინიჭების მოთხოვნა საფუძველს არის მოკლებულ