1. მონაწილე, რომლის მოქალაქესაც წარმოადგენს მსხვერპლი ან რომლის ტერიტორიაზეც ამ პირს ჰქონდა მუდმივად ცხოვრების უფლება მიმღები მონაწილის ტერიტორიაზე შესვლის დროს, ხელს შეუწყობს ამ პირის დაბრუნებას არამართებული ან უსაფუძვლო გაჭიანურების გარეშე, პირის უფლებების, უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვით.

2. როდესაც ერთი მონაწილე მსხვერპლს უბრუნებს სხვა მონაწილეს, ასეთი დაბრუნება უნდა განხორციელდეს პირის უფლებების, უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვით და სასამართლო პროცესზე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ეს პირი წარმოადგენს მსხვერპლს. ამასთან, სასურველია, რომ ეს დაბრუნება ატარებდეს ნებაყოფლობით ხასიათს.

3. მიმღები მონაწილის მოთხოვნით, მოთხოვნის მიმღები მონაწილე გადაამოწმებს, არის თუ არა მოცემული პირი მისი მოქალაქე, ან ჰქონდა თუ არა მას მუდმივი ცხოვრების უფლება მის ტერიტორიაზე მიმღების მონაწილის ტერიტორიაზე შესვლის დროს.

4. შესაბამისი დოკუმენტაციის არმქონე მსხვერპლის დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით, მონაწილე, რომლის მოქალაქესაც წარმოადგენს მსხვერპლი ან რომლის ტერიტორიაზეც ამ პირს ჰქონდა მუდმივად ცხოვრების უფლება მიმღები მონაწილის ტერიტორიაზე შესვლის დროს, გასცემს, მიმღები მონაწილის მოთხოვნით, ისეთ სამგზავრო დოკუმენტაციას ან სხვა სახის ნებართვას, რომელიც აუცილებელია ამ პირის მის ტერიტორიაზე შესვლის ან ხელმეორედ შესვლისათვის.

5. თითოეული მონაწილე მიიღებს ისეთ საკანონმდებლო ან სხვა ზომებს, რომლებიც აუცილებელია რეპატრიაციის ისეთი პროგრამების განხორციელებისათვის, რომლებიც მოიცავს შესაბამის ეროვნულ ან საერთაშორისო ინსტიტუტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ასეთი პროგრამები მიზნად ისახავს რევიქტიმიზაციის თავიდან აცილებას. თითოეული მონაწილე, პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და გაუმჯობესების გზით, ხელს შეუწყობს მსხვერპლთა რეინტეგრაციას იმ სახელმწიფოში, სადაც ისინი ბრუნდებიან, განათლების სისტემასა და შრომის ბაზარზე რეინტეგრაციის ჩათვლით. ბავშვების შემთხვევაში, ეს პროგრამები ითვალისწინებს განათლების უფლებითა და შესაბამისი სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფას და ზომების გატარებას ბავშვის ოჯახში ან შესაბამის მზრუნველობით დაწესებულებაში დაბინავების მიზნით.

6. თითოეული მონაწილე გაატარებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა ზომებს, შესაბამის შემთხვევებში ნებისმიერ სხვა მონაწილესთან თანამშრომლობის გზით, რათა მსხვერპლი უზრუნველყოფილ იქნეს შესაბამისი ინფორმაციით იმ სტრუქტურების შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ მათთვის დახმარების გაწევა იმ ქვეყანაში, სადაც ისინი დაბრუნებულ ან რეპატრირებულ იქნენ. ასეთი სტრუქტურებია: სამართალდამცავი დაწესებულებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, იურიდიული საკონსულტაციო ფირმები და სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოები.

7. ბავშვი მსხვერპლი არ იქნება დაბრუნებული რომელიმე სახელმწიფოში ბავშვის დაბრუნება არ არის მიზანშეწონილი რისკისა და უსაფრთხოების ფაქტორებიდან გამომდინარ