1. თითოეული მონაწილე უზრუნველყოფს, მსხვერპლთათვის, მათ მიერ კომპეტენტურ ორგანოებთან ურთიერთობის დამყარებისთანავე, ხელმისაწვდომი გახდეს ინფორმაცია მათთვის გასაგებ ენაზე შესაბამისი სასამართლო პროცესისა და ადმინისტრაციული საქმის წარმოების შესახებ.

2. თითოეული მონაწილე თავის შიდა კანონმდებლობაში გაითვალისწინებს მსხვერპლთა უფლებას მიიღონ იურიდიული დახმარება და უფასო იურიდიული კონსულტაცია თავისი შიდა კანონმდებლობის პირობათა შესაბამისად.

3. თითოეული მონაწილე თავის კანონმდებლობაში გაითვალისწინებს მსხვერპლთა უფლებას მიიღონ კომპენსაცია დანაშაულის ჩამდენ პირთაგან.

4. თითოეული მონაწილე მიიღებს ისეთ საკანონმდებლო ან სხვა ზომებს, რომლებიც აუცილებელია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მსხვერპლთათვის კომპენსაციის გადახდა თავისი შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, მსხვერპლთა საკომპენსაციო ფონდის შექმნის ან ასეთი ზომების ან პროგრამების განხორციელების გზით, რომლებიც მიზნად ისახავს მსხვერპლთათვის სოციალური დახმარების გაწევასა და მათ სოციალურ ინტეგრაციას, რაც შეიძლება დაფინანსდეს 23-ე მუხლით გათვალისწინებული ზომების განხორციელების შედეგად ამონაგები თანხებიდა