1. თითოეული მონაწილე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა ზომებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მსხვერპლთა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ რეაბილიტაციას. ასეთი დახმარება მოიცავს სულ მცირე შემდეგს:
a) ცხოვრების ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც უზრუნველყოფს სასიცოცხლო მინიმუმს: სათანადო და უსაფრთხო საცხოვრებელი ბინა, ფსიქოლოგიური და მატერიალური დახმარება;
b) პირველადი სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა;
c) მთარგმნელთა და თარჯიმანთა მომსახურება, საჭიროების შემთხვევაში;
d) მათთვის გასაგებ ენაზე კონსულტაციის გაწევა და ინფორმაციის მიწოდება მათი იურიდიული უფლებებისა და იმ მომსახურებათა შესახებ, რომლებითაც მათ შეუძლიათ სარგებლობა;
e) დახმარების გაწევა იმ მიზნით, რომ მათი უფლებები და ინტერესები სათანადოდ იქნეს წარმოდგენილი და დაცული დამნაშავეთა წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართალწარმოების შესაბამის ეტაპებზე;
f) ბავშვებისათვის განათლების ხელმისაწვდომობა.
2. თითოეული მონაწილე მხედველობაში მიიღებს მსხვერპლის უსაფრთხოებისა და დაცვის საჭიროებებს.
3. ამასთან, თითოეული მონაწილე აუცილებელ სამედიცინო და სხვა სახის დახმარებას გაუწევს იმ მსხვერპლთ, რომლებიც კანონიერად ცხოვრობენ მის ტერიტორიაზე და რომელთაც არა აქვთ საკმარისი სახსრები და საჭიროებენ ასეთ დახმარებას.
4. თითოეული მონაწილე მიიღებს ისეთ ნორმებს, რომელთა მიხედვითაც იმ მსხვერპლთ, რომლებიც კანონიერად ცხოვრობენ მის ტერიტორიაზე, ექნებათ შრომის ბაზრით სარგებლობის, პროფესიული სწავლებისა და განათლების მიღების უფლება.
5. თითოეული მონაწილე, თავისი შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, მიიღებს ზომებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოების იმ ერთეულებთან თანამშრომლობის მიზნით, რომლებიც მუშაობენ მსხვერპლისათვის დახმარების გაწევის სფეროში.
6. თითოეული მონაწილე მიიღებს ისეთ აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა ზომებს, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ მსხვერპლთათვის დახმარების გაწევა დამოკიდებული არ იყოს მის სურვილზე მოწმედ გამოვიდეს სასამართლო პროცესზე.
7. ამ მუხლის დებულებათა განხორციელების მიზნით, თითოეული მონაწილე უზრუნველყოფს, რომ მომსახურების გაწევა მოხდეს შეთანხმებისა და ინფორმირებულობის საფუძველზე, უმწეო მდგომარეობაში მყოფთა განსაკუთრებული საჭიროებებისა და ბინით უზრუნველყოფის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში ბავშვთა უფლებების გათვალისწინები