ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების ექსპლუატაციის ყველა ფორმასთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნის შესუსტების მიზნით, რასაც შედეგად მოსდევს ტრეფიკინგი, თითოეული მონაწილე მიიღებს ან გააძლიერებს საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, საგანმანათლებლო, სოციალურ, კულტურულ ან სხვა ზომებს, რომლებიც მოიცავს შემდეგს:
a) კვლევის ჩატარება ეფექტური პრაქტიკის, მეთოდების და სტრატეგიების სფეროში;
b) საზოგადოებრივი შეგნების ამაღლება მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების პასუხისმგებლობისა და იმ მნიშვნელოვანი როლის შესახებ, რომელიც მათ ეკისრებათ მოთხოვნის, როგორც ადამიანებით ვაჭრობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზის განსაზღვრაში;
c) მიზნობრივი საინფორმაციო კამპანიების ჩატარება, რომლებშიც, შესაბამის შემთხვევებში, მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები და პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები;
d) პრევენციული ზომების გატარება, რომლების მოიცავს სასკოლო ასაკის ბიჭებისა და გოგონებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება სქესობრივი დისკრიმინაციის მიუღებლობისა და მის სავალალო შედეგებზე, გენდერული თანასწორობისა და თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემის მნიშვნელობაზ