წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის:

a) „ადამიანებით ვაჭრობა“ ნიშნავს ექსპლოატაციის მიზნით პირთა სამუშაოზე აყვანას, ტრანსპორტირებას, გადაცემას თავშესაფრის მიცემას ან მიღებას, მუქარის ან ძალის ან იძულების სხვა ფორმის გამოყენების, მოტაცების, თაღლითობის, მოტყუების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ან უმწეო მდგომარეობით სარგებლობის ან საზღაურის ან სარგებლის მიცემის ან მიღების გზით, რომლის მიზანია იმ პირის თანხმობის მიღება, რომელიც ახორციელებს კონტროლს სხვა პირზე. ექსპლოატაცია, ყველაზე შეზღუდული განმარტებით, მოიცავს სხვა პირთა ექსპლოატაციის პროსტიტუციის მიზნით ან სექსუალური ექსპლოატაციის სხვა ფორმებს, იძულებით შრომას ან მომსახურებას, მონურ ან სხვა მსგავს მდგომარეობაში ჩაყენებას, ყმობას ან ორგანოების ამოცლას;

b) „ ადამიანთა ვაჭრობის“ მსხვერპლის თანხმობა გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის (a) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის არ ჩაითვლება ნამდვილად, თუ ეს თანხმობა მიღებულ იქნა (a) ქვეპუნქტში მითითებული რომელიმე საშუალებით;

c) ექსპლოატაციის მიზნით ბავშვის სამუშაოზე აყვანა, ტრანსპორტირება, გადაცემა, თავშესაფრის მიცემა ან მიღება განიხილება როგორც „ადამიანებით ვაჭრობა“ იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამოყენებული არ ყოფილა ამ მუხლის (a) ქვეპუნქტში მითითებული რომელიმე საშუალება;

d) „ბავშვი“ ნიშნავს თვრამეტ წლამდე ასაკის ნებისმიერ პირს;

e) „მსხვერპლი“ ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც წარმოადგენს ადამიანებით ვაჭრობის ობიექტს ამ მუხლის განსაზღვრების შესაბამისად.

თავი II. პრევენცია, თანამშრომლობა და სხვა ზომე