1. წინამდებარე კონვენციის მიზნებია:

a) ადამიანებით ვაჭრობის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა, რომლის დროსაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს გენდერული თანასწორობა;

b) ტრეფიკინგის მსხვერპლთა უფლებების დაცვა, მსხვერპლთა და მოწმეთა დაცვისა და დახმარების ყოვლისმომცველი სისტემის შექმნა, რომელშიც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს გენდერული თანასწორობა და ასევე ეფექტური გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის უზრუნველყოფა;

c) ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა.

2. მონაწილეთა მიერ ამ კონვენციის დებულებათა ეფექტურად განხორციელების მიზნით, კონვენციის საფუძველზე იქმნება მონიტორინგის სპეციალური მექანიზმი