1. პირთა თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებული საერთაშორისო ვალდებულებების შეუზღუდავად, მონაწილეები შესაძლებლობის ფარგლებში გააძლიერებენ სასაზღვრო კონტროლის ისეთ ზომებს, რომლებიც აუცილებელია ადამიანებით ვაჭრობის პრევენციისა და გამოაშკარავების მიზნით.
2. თითოეული მონაწილე მიიღებს საკანონმდებლო ან სხვა შესაბამის ზომებს, რათა შესაძლებლობების ფარგლებში ხელი შეუშალოს კომერციული გადამზიდველი კომპანიების მიერ ექსპლოატირებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებას წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
3. შესაბამის შემთხვევებში და მოქმედი საერთაშორისო კონვენციების დებულებათა შეუზღუდავად, ასეთი ზომები ითვალისწინებს კომერციული გადამზიდველი კომპანიების, მათ შორის ნებისმიერი სატრანსპორტო კომპანიის ან ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების მფლობელის ან ოპერატორის ვალდებულებას, დაადგინოს აქვს თუ არა ყველა მგზავრს მიმღებ ქვეყანაში შესვლისათვის აუცილებელი სამგზავრო დოკუმენტაცია.
4. თითოეული მონაწილე თავისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებს აუცილებელ ზომებს შესაბამისი სანქციების დაწესების მიზნით ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.
5. თითოეული მონაწილე, თავისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღებს ისეთ საკანონმდებლო ან სხვა ზომებს, რომელთა მიზანია შესაბამისი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლაზე უარი ეთქვათ ან გაუუქმდეთ ვიზები იმ პირებს, რომლებიც მონაწილეობენ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
6. მონაწილეები გააძლიერებენ თანამშრომლობას სასაზღვრო კონტროლის სამსახურებს შორის კომუნიკაციის პირდაპირი არხების შექმნისა და ფუნქციონირების გზი