წინამდებარე კონვენცია ვრცელდება ადამიანებით ვაჭრობის ყველა ფორმაზე, იმისდა მიუხედავად, ის მხოლოდ ერთი სახელმწიფოს ფარგლებში ხორციელდება თუ გააჩნია ტრანსნაციონალური ხასიათი, და არის თუ არა ის დაკავშირებული ორგანიზებულ დანაშაულთან.
მუხლი – 3 არადისკრიმინაციულობის პრინციპი
მონაწილეები წინამდებარე კონვენციის დებულებებს, კერძოდ, მსხვერპლთა უფლებების დაცვისა და ხელშეწყობისაკენ მიმართულ ზომებს განახორციელებენ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, რომელიც ემყარება სქესს, რასობრივ კუთვნილებას, კანის ფერს, ენას, რელიგიურ მრწამსს, პოლიტიკურ ან სხვა შეხედულებებს, ეროვნულ ან სოციალურ წარმოშობას, ეროვნული უმცირესობის წევრობას, საკუთრებას, დაბადებას ან სხვა სტატუს