1. თითოეული მონაწილე მიიღებს ზომებს ეროვნულ დონეზე კოორდინაციის განხორციელების ან განმტკიცების მიზნით იმ ორგანოთა შორის, რომლებსაც ევალებათ ადამიანებით ვაჭრობის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა.

2. თითოეული მონაწილე შეიმუშავებს და/ან გააძლიერებს ეფექტურ პოლიტიკას და პროგრამებს ადამიანებით ვაჭრობის პრევენციის მიზნით ისეთი საშუალებების გამოყენების გზით, როგორებიცაა: კვლევა, ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოებრივი შეგნების ამაღლება და საგანმანათლებლო კამპანიები, სოციალური და ეკონომიკური ინიციატივები და სასწავლო პროგრამები, განსაკუთრებით იმ პირთათვის, რომლებიც წარმოადგენენ ტრეფიკინგის სამიზნეს და იმ პროფესიონალებისათვის, რომლებიც მუშაობენ ადამიანებით ვაჭრობის სფეროში.

3. მე-2 პუნქტში მითითებული ყველა სახის პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების დროს, თითოეულმა მონაწილემ ხელი უნდა შეუწყოს ისეთი მეთოდების დანერგვას, რომლებიც ორიენტირებულია ადამიანის უფლებების დაცვაზე, გენდერულ თანასწორობასა და განსაკუთრებით ბავშვთა ინტერესების დაცვაზე.

4. თითოეული მონაწილე მიიღებს სათანადო ზომებს, რათა უზრუნველყოს მიგრაციის კანონიერი ფორმით განხორციელება, შესაბამისი სამსახურების მიერ თავიანთ ტერიტორიაზე კანონიერი შესვლისა და ყოფნის პირობების შესახებ ზუსტი ინფორმაციის გავრცელების გზით.

5. თითოეული მონაწილე გაატარებს სპეციალურ ზომებს, რათა შეამციროს ბავშვების ტრეფიკინგში ჩათრევის შესაძლებლობა, მათთვის დამცავი გარემოს შექმნის გზით.

6. ამ მუხლით გათვალისწინებულ ზომებს, სათანადო შემთხვევებში, განახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვა შესაბამისი ორგანიზაციები, სხვა შესაბამისი ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების ის ერთეულები, რომლებიც მუშაობენ ადამიანებით ვაჭრობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა ან მათთვის დახმარების გაწევის სფეროში