1. თითოეული მონაწილე დაიცავს მსხვერპლთა პირად ცხოვრებასა და ვინაობას. მათთან დაკავშირებული პირადი მონაცემები ექვემდებარება შენახვას და გამოყენებას „პირად მონაცემთა ავტომატური დამუშავებისაგან პირთა დავის შესახებ“ კონვენციის პირობათა შესაბამისად (ETS No.108) .

2. თითოეული მონაწილე გაატარებს ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლი ბავშვის ვინაობა ან მისი ვინაობის დასადგენად საჭირო მონაცემები არ გახდეს საჯაროდ ცნობილი საინფორმაციო საშუალებებით ან ნებისმიერი სხვა გზით, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც ეს საჭიროა ბავშვის ოჯახის წევრების დადგენის ან მისი კეთილდღეობის და დაცვის სხვაგვარად უზრუნველყოფის მიზნით.

3. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ კონვენციის მე-10 მუხლის შესაბამისად, როგორც ეს განმარტებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, თითოეული მონაწილე განიხილავს ისეთი ზომების გატარების შესაძლებლობას, რომლებიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საინფორმაციო საშუალებებს მსხვერპლთა პირადი ცხოვრებისა და ვინაობის დაცვაში, თვითრეგულირების, ან რეგულირების ან ერთობლივი რეგულირების ზომების გატარების გზი