საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისათვის დადგენილი წესების დარღვევით ცხოვრება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდებიან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე დაზარალებულად ცნობილი პირი, თუ აღნიშნული ქმედება მათ ჩაიდინეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე.

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 30 ოქტომბრის ბრძანებულება №2855 – საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1990 წ., მუხ.270

საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308

საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონი №318 – პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.1996წ., გვ.26

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2952 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.105

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3382 – სსმ I, №24, 29.06.2006წ., მუხ.1