1. თითოეული მონაწილე მსხვერპლის სახელზე გასცემს ნებართვას, რომელსაც შეიძლება ვადა გაუგრძელდეს ერთ-ერთი ან ორივე შემთხვევაში:
a) თუ კომპეტენტური ორგანო მიიჩნევს, რომ მსხვერპლის ყოფნა აუცილებელია მისი პირადი მდგომარეობიდან გამომდინარე;
b) თუ კომპეტენტური ორგანო მიიჩნევს, რომ მსხვერპლის ყოფნა აუცილებელია გამოძიების ან სისხლის სამართალწარმოების მიმდინარეობის დროს კომპეტენტურ ორგანოებთან მისი თანამშრომლობის უზრუნველყოფის მიზნით.
2. ბავშვის მსხვერპლის სახელზე ცხოვრების ნებართვა გაიცემა, თუ ეს იურიდიული თვალსაზრისით აუცილებელია და თუ ამას მოითხოვს ბავშვის ინტერესები. საჭიროების შემთხვევაში ამგვარ ნებართვას შეიძლება ვადა გაუგრძელდეს იმავე პირობების დაცვით;
3. ცხოვრების ნებართვის განუახლებლობა ან გაუქმება რეგულირდება მონაწილის შიდა კანონმდებლობის მიხედვით;
4. თუ მსხვერპლი წარადგენს განაცხადს რაიმე სხვა სახის ცხოვრების ნებართვის მიღების მიზნით, შესაბამისმა მონაწილემ უნდა გაითვალისწინოს რომ ეს პირი ფლობს ან ფლობდა ცხოვრების ნებართვას 1 პუნქტის შესაბამისად.
5. იმ მონაწილეთა ვალდებულებების გათვალისწინებით, რომლებზეც ვრცელდება წინამდებარე კონვენციის 40-ე მუხლი, თითოეული მონაწილე უზრუნველყოფს, რომ ნებართვის მინიჭება ამ მუხლის დებულებათა შესაბამისად განხორციელდეს პირის უფლების შეუზღუდავად მოითხოვოს და მიიღოს თავშესაფარ