1. პირთა თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებული საერთაშორისო ვალდებულებების შეუზღუდავად, წევრი სახელმწიფოები, რამდენადაც ეს შესაძლებელია, გააძლიერებენ საზღვრის კონტროლის ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს მიგრანტთა უკანონო გადაყვანის აღკვეთისა და გამოვლენისათვის.

2. თითოეული წევრი სახელმწიფო, შესაძლებლობების ფარგლებში მიიღებს საკანონმდებლო და სხვა სახის ზომებს, რაც საჭიროა იმისათვის, რომ აღიკვეთოს კომერციულ გადამზიდველთა სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით ამ ოქმის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის (a) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

3. საჭიროების შემთხვევაში და მოქმედი საერთაშორისო კონვენციების შეუზღუდავად, ასეთი ღონისძიება შეიძლება გულისხმობდეს კომერციული გადამზიდველებისთვის, მათ შორის  სატრანსპორტო კომპანიებისათვის ან სატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის და ოპერატორებისათვის შესაბამისი ვალდებულების დაკისრებას, იმ მიზნით, რომ დადგინდეს, აქვს თუ არა ყველა მგზავრს მიმღებ სახელმწიფოში შესვლისათვის საჭირო ყველა აუცილებელი სამგზავრო დოკუმენტი.

4. შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, თითოეული წევრი სახელმწიფო იღებს ზომებს, რომელთა საფუძველზეც დაწესდება სანქციები ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის.

5. შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, თითოეული წევრი სახელმწიფო განიხილავს ისეთი ზომების მიღების შესაძლებლობას რომლითაც შესაძლებელია, ამ ოქმით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირებისთვის მათ ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა ან მათთვის ვიზების გაუქმება.

6. კონვენციის 27-ე მუხლის შეუზღუდავად, წევრი სახელმწიფოები მხედველობაში იღებენ სასაზღვრო კონტროლის ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობას, მათ შორის, პირდაპირი საკომუნიკაციო არხების შექმნისა და ოპერირების გზი