1. ამ ოქმის მიზნებისათვის და კონვენციის 27-ე და 28-ე მუხლების შეუზღუდავად, წევრი სახელმწიფოები, განსაკუთრებით, მეზობელი ან მიგრანტთა უკანონო გადაყვანის მარშრუტზე მდებარე სახელმწიფოები, თავიანთი შიდა სამართლებრივი და ადმინისტრაციული სტრუქტურების მოთხოვნათა შესაბამისად, ვალდებულნი არიან, გაცვალონ ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
(a) ჩასხდომისა და საბოლოო დანიშნულების პუნქტები, აგრეთვე მარშრუტები, გადამზიდველები და სატრანსპორტო საშუალებები, თუ არსებობს ინფორმაცია ან ეჭვი, რომ ისინი გამოიყენება ამ ოქმის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებში მონაწილე დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფების მიერ;
(b) ორგანიზაციების ან დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფების ვინაობა და მოქმედების მეთოდები, თუ არსებობს ინფორმაცია ან ეჭვი, რომ ისინი ჩაბმულნი არიან ამ ოქმის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებში;
(c) წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტების ნამდვილობა და დადგენილ ფორმასთან შესაბამისობა, აგრეთვე სამგზავრო ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ბლანკების მოპარვის ან ბოროტად გამოყენების სხვა ფაქტი;
(d) პირთა გადამალვისა და ტრანსპორტირების საშუალებები და მეთოდები, ამ ოქმის მე-6 მუხლში ჩამოთვლილ ქმედებათა განხორციელების მიზნით სამგზავრო ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების უკანონო შეცვლის, რეპროდუცირების ან შეძენის ფაქტები და ასეთი დოკუმენტების გამოვლენის გზები;
(e) ამ ოქმის მე-6 მუხლში ჩამოთვლილი ქმედებების აღკვეთასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული საკანონმდებლო გამოცდილება, პრაქტიკა და სხვა შესაძლო ზომები;
(f) სამართალდამცავი ორგანოებისთვის სასარგებლო სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს ამ ოქმის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ქმედებების აღკვეთას, გამოვლენას, გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას.
2. ინფორმაციის მიმღები წევრი სახელმწიფო ვალდებულია, შეასრულოს ინფორმაციის გამგზავნი წევრი სახელმწიფოს ნებისმიერი მოთხოვნა ინფორმაციის შეზღუდულად გამოყენებასთან დაკავშირები