1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ საიმიგრაციო და სხვა შესაბამისი უწყებების თანამშრომლებისთვის იმ სპეციალიზებული სასწავლო პროგრამების ჩატარება, რომლებიც შეეხება ამ ოქმის მე-6 მუხლში ჩამოთვლილი ქმედებების აღკვეთას და იმ პირთა მიმართ ჰუმანურ მოპყრობას, რომლებიც გახდნენ ამ ქმედებების ობიექტი, ამ ოქმით გათვალისწინებული უფლებების დაცვის პირობით.
2. წევრი სახელმწიფოები, საჭიროების მიხედვით, ითანამშრომლებენ ერთმანეთთან და კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სხვა შესაბამის დაწესებულებებთან და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან იმისათვის, რომ მათ ტერიტორიაზე მოხდეს შესაბამისი პერსონალის ადეკვატური მომზადება ამ ოქმის მე-6 მუხლში ჩამოთვლილი ქმედებების აღკვეთის, აღმოფხვრის და მათ წინააღმდეგ ბრძოლის, აგრეთვე ამ ქმედებების ობიექტი მიგრანტების უფლებათა დაცვის მიზნით. ასეთი სასწავლო კურსები შეიძლება შეეხებოდეს შემდეგ საკითხებს:
(a) სამგზავრო დოკუმენტების დაცვითი ნიშნებისა და ხარისხის გაუმჯობესება;
(b) ყალბი სამგზავრო ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ამოცნობა და გამოვლენა;
(c) ოპერატიული ინფორმაციის მოძიება, მათ შორის, დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფების წევრთა ვინაობის შესახებ, რომლებზეც არსებობს ინფორმაცია ან ეჭვი, რომ ისინი ჩაბმულნი არიან ამ ოქმის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებში, აგრეთვე მიგრანტთა უკანონო გადაყვანისას გამოყენებული ტრანსპორტირების მეთოდების, ამ ოქმის მე-6 მუხლში ჩამოთვლილ ქმედებათა ჩასადენად სამგზავრო ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ბოროტად გამოყენების და უკანონოდ გადაყვანილი მიგრანტების გადამალვის მეთოდების შესახებ;
(d) სახელმწიფო სასაზღვრო ან სხვა სახის გამშვებ პუნქტებზე უკანონოდ გადაყვანილი პირების გამოვლენის პროცედურების გაუმჯობესება;
(e) მიგრანტთა მიმართ ჰუმანური მოპყრობა და ამ ოქმით გათვალისწინებული უფლებების დაცვა.
3. სათანადო გამოცდილების მქონე სახელმწიფოები განიხილავენ შესაძლებლობას, ტექნიკური დახმარება აღმოუჩინონ სახელმწიფოებს, რომლებიც ხშირად წარმოადგენენ ამ ოქმის მე-6 მუხლში ჩამოთვლილი ქმედებებით დაზარალებული პირების წარმოშობის ან ტრანზიტის ქვეყნებს. წევრი სახელმწიფოები ყოველმხრივ შეეცდებიან, გამოყონ აუცილებელი რესურსები, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებები, კოპიუტერული სისტემები და დოკუმენტის ამომცნობი ხელსაწყოები მე-6 მუხლში ჩამოთვლილ ქმედებათა წინააღმდეგ ბრძოლის მიზნი