1. იმ გემის მიმართ, რომელზეც აღმართულია ამ ქვეყნის ალამი ან რომელიც აცხადებს, რომ რეგისტრირებულია ამ სახელმწიფოში, ანდა რომელიც არ ეკუთვნის არც ერთ სახელმწიფოს ან რომელიც, მართალია, ატარებს უცხო ქვეყნის ალამს ან უარს ამბობს ალმის ჩვენებაზე, მაგრამ სინამდვილეში ეკუთვნის ამ წევრ-სახელმწიფოს, თუ წევრ-სახელმწიფოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს გემი გამოიყენება მიგრანტების ზღვით უკანონო გადაყვანაში, მას შეუძლია სხვა წევრ-სახელმწიფოებს სთხოვოს დახმარება ამ გემის მიმოსვლის აღკვეთის მიზნით. ასეთი თხოვნის მიმღებმა სახელმწიფოებმა თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში უნდა უზრუნველყონ მაქსიმალური დახმარების გაწევა.
2. იმ გემის მიმართ, რომელიც ახორციელებს თავისუფალ ნაოსნობას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და ატარებს სხვა წევრი სახელმწიფოს ალამს ან რეგისტრაციის აღმნიშვნელ ნიშნებს, თუ წევრ-სახელმწიფოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს გემი გამოიყენება მიგრანტების ზღვით უკანონო გადაყვანაში, მას შეუძლია ამის შესახებ აცნობოს ალმის სახელმწიფოს, მოითხოვოს რეგისტრაციის ფაქტის დადასტურება და, დადასტურების შემთხვევაში, სთხოვოს ალმის სახელმწიფოს ამ გემის მიმართ სათანადო ზომების გატარების ნებართვა. მოთხოვნის გამგზავნ სახელმწიფოს ალმის სახელმწიფომ შეიძლება ნებართვა მისცეს შემდეგზე:
(a) ამ გემზე ასვლა;
(b) გემზე ჩხრეკის ჩატარება; და
(c) თუ მოპოვებულია მტკიცებულება, რომ ეს გემი გამოიყენება ზღვით მიგრანტების გადაყვანაში – გემისა და მასზე მყოფი პირებისა და ტვირთის მიმართ სათანადო ზომების მიღება, ალმის სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებართვის შესაბამისად.
3. წევრი სახელმწიფო, რომელმაც მიიღო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზომები, ვალდებულია ალმის სახელმწიფოს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამ ზომების გატარების შედეგების შესახებ.
4. წევრმა სახელმწიფომ სწრაფად უნდა შეასრულოს მეორე წევრი სახელმწიფოს თხოვნა და დაადგინოს, არის თუ არა გემი სინამდვილეში რეგისტრირებული მის ტერიტორიაზე და აქვს თუ არა მას მისი ალმით ცურვის უფლება; ასევე დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გაცემის მოთხოვნა.
5. ალმის სახელმწიფოს, ამ ოქმის მე-7 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, შეუძლია ნებართვის გაცემას საფუძვლად დაუდოს მასსა და თხოვნის გამგზავნ წევრ-სახელმწიფოს შორის შეთანხმებული პირობები, მათ შორის ვალდებულებებთან და გასატარებელ ზომებთან დაკავშირებით დადგენილი პირობები. წევრ-სახელმწიფოს უფლება არა აქვს განახორციელოს რაიმე დამატებითი ღონისძიება ალმის სახელმწიფოს მკაფიოდ ფორმულირებული ნებართვის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, ან თუ ეს გათვალისწინებულია შესაბამისი ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებით.
6. თითოეული წევრი სახელმწიფო ვალდებულია დანიშნოს თავისი უწყება ან, საჭიროების შემთხვევაში უწყებები, რომლებიც ვალდებულნი იქნებიან უზრუნველყონ დახმარების შესახებ მოთხოვნების მიღება და პასუხის გაცემა, რეგისტრაციის ფაქტის ან ალმის ტარების უფლების დადასტურება და შესაბამისი ღონსძიებების განხორციელების მიზნით ნებართვის გაცემა. დასახელებული უწყების შესახებ, გენერალური მდივნის მეშვეობით, უნდა ეცნობოს ყველა სხვა წევრ-სახელმწიფოს დანიშვნიდან ერთი თვის ვადაში.
7. თუ წევრ-სახელმწიფოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გემი ჩაბმულია მიგრანტთა ზღვით უკანონო გადაყვანაში და ამ გემს არ აქვს მოქალაქეობა ან შეიძლება ჩაითვალოს, რომ მას არა აქვს მოქალაქეობა, ამ წევრ-სახელმწიფოს შეუძლია უზრუნველყოს ასეთ გემზე ასვლა და ჩხრეკის ჩატარება. თუ აღმოჩნდა ეჭვის დამადასტურებელი მტკიცებულება, ამ წევრ-სახელმწიფოს შეუძლია მიიღოს თავისი შიდა კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ზომებ