მუხლი 1. ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციასთან ურთიერთკავშირი
1. გაეროს კონვენციას ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ დაემატოს წინამდებარე ოქმი. ამ ოქმის განმარტება უნდა მოხდეს კონვენციასთან ერთობლიობაში.
2. კონვენციის დებულებები, mutatis mutandis, გამოიყენება ამ ოქმის მიმართ, თუ ამ ოქმით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „ტრანსნაციონალურ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გაერო-ს კონვენციის ოქმი - სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საშუალებებით მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანის აღკვეთის შესახებ“, მუხლი 1, №-, 12.12.2000, სარეგისტრაციო კოდი 480150000.03.030.000632 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1209390/muxli-1/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია