1. თითოეული მონაწილე გაატარებს ისეთ საკანონმდებლო და სხვა ზომებს, რომლებიც აუცილებელია, რათა სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდეს, მათი განზრახ ჩადენის შემთხვევაში, წინამდებარე კონვენციის მე-18 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დახმარების გაწევა ან წაქეზება.

2. თითოეული მონაწილე გაატარებს ისეთ საკანონმდებლო და სხვა ზომებს, რომლებიც აუცილებელია, რათა სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდეს, წინამდებარე კონვენციის მე-18 მუხლითა და მე-20 მუხლის (a) პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის მცდელობა, თუ მას აქვს წინასწარგანზრახული ხასიათ