1. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას, რათა დანაშაულად ჩაითვალოს, როცა ჩადენილია წინასწარი განზრახვით, იმ დანაშაულთა ჩადენის ხელშეწყობა ან ჩადენაში თანამონაწილეობა, რომლებიც დადგენილია ამ კონვენციის 33-ე, 34-ე, 35-ე, 36-ე, 37-ე მუხლების, 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის და 39-ე მუხლის შესაბამისად.

2. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას, რათა დანაშაულად ჩაითვალოს, როცა ჩადენილია წინასწარი განზრახვით, იმ დანაშაულთა ჩადენის მცდელობები, რომლებიც დადგენილია ამ კონვენციის 35-ე, 36-ე, 37-ე მუხლების, 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის და 39-ე მუხლის შესაბამისა