1. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ამ დანაშაულთა სერიოზულობის გათვალისწინებით. ეს სანქციები მოიცავს, სადაც ეს მიზანშეწონილია, თავისუფლების აღკვეთას, რასაც შეიძლება შედეგად მოჰყვეს ექსტრადიცია.
2. ძალადობის აქტების ჩამდენ პირებთან მიმართ მხარეებმა შეიძლება მიიღონ სხვა ზომაც, კერძოდ:
- მსჯავრდებული პირების მონიტორინგი და ზედამხედველობა;
- მშობლის უფლების ჩამორთმევა, თუ ბავშვის საუკეთესო ინტერესები, რომელთა შორის შეიძლება იყოს მსხვერპლის უსაფრთხოება, ვერ იქნება გარანტირებული სხვა ნებისმიერი გზი