1. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ გამოძიება და სასამართლო საქმის წარმოება ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის ყველა ფორმასთან დაკავშირებით ხორციელდებოდეს გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე და, ამასთან, მხედველობაში მიიღებოდეს მსხვერპლის უფლებები სისხლის სამართლის საქმის წარმოების ყველა სტადიაზე.

2. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას, ადამიანის უფლებების ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად და ძალადობის გენდერული გაგების სათანადო გათვალისწინებით, ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილ დანაშაულთა ქმედითი გამოძიების ჩატარებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფა