1. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ფატალური რისკის, სიტუაციის სერიოზულობისა და ძალადობის განმეორებით ჩადენის რისკის შეფასება ხდებოდეს ხელისუფლების ყველა შესაბამისი ორგანოს მიერ რისკის მართვისა და, აუცილებლობის შემთხვევაში, უსაფრთხოებისა და დახმარების კოორდინირებულად უზრუნველყოფის მიზნით.
2. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ პირველ პუნქტში აღნიშნული შეფასება სათანადოდ ითვალისწინებდეს, გამოძიებისა და დაცვითი ზომების გამოყენების ყველა სტადიაზე იმ ფაქტს, რომ ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის აქტების ჩამდენი პირები ფლობენ ცეცხლსასროლ იარაღს ან ხელი მიუწვდებათ მასზ