1. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას მსხვერპლის უფლებებისა და ინტერესების, მათ შორის, მათი როგორც მოწმეების განსაკუთრებული საჭიროებების დასაცავად საგამოძიებო და სასამართლო პროცესების ყველა სტადიაზე, კერძოდ კი:

ა. მათი, ასევე მათი ოჯახებისა და მოწმეების დაცვის უზრუნველყოფით, დაშინების, შურისძიებისა და განმეორებითი ძალადობისაგან;

ბ. მსხვერპლის ინფორმირების უზრუნველყოფით იმის შესახებ, ისეთ შემთხვევებში მაინც, როდესაც მსხვერპლი და მათი ოჯახები შეიძლება საფრთხეში იყვნენ, რომ დამნაშავე გაქცეულია ციხიდან ან გათავისუფლებულია დროებით ან საბოლოოდ;

გ. მათი ინფორმირებით, შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, მათი უფლებებისა და მათ ხელთ არსებული მომსახურებების შესახებ, ასევე, მათი საჩივრის შემდგომი ეტაპების, ბრალდებების, გამოძიების ან სასამართლო პროცესის ზოგადი მიმდინარეობისა და ამასთან დაკავშირებით მათი როლის შესახებ, ასევე, მათი საქმის განხილვის შედეგების შესახებ;

დ. მსხვერპლისთვის იმის შესაძლებლობის მიცემით, შიდა კანონმდებლობის პროცესუალური წესების შესაბამისად, რომ მოუსმინონ მათ, წარადგინონ მტკიცებულება და გამოხატონ თავისი შეხედულებები, საჭიროებები და გულისტკივილი, პირდაპირ ან შუამავლის საშუალებით, და რომ ეს ყველაფერი განხილულ იქნეს;

ე. მსხვერპლისთვის შესაფერისი მხარდაჭერის მომსახურების მიწოდებით ისე, რომ მათი უფლებები და ინტერესები სათანადოდ იყოს წარმოდგენილი და გათვალისწინებული;

ვ. იმის უზრუნველყოფით, რომ შეიძლება მიღებულ იქნა ზომები მსხვერპლის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და რეპუტაციის დასაცავად;

ზ. იმის უზრუნველყოფით, რომ შეძლებისდაგვარად, თავიდან იყოს აცილებული მსხვერპლსა და დამნაშავე პირებს შორის კონტაქტი სასამართლოსა და სამართალდამცავი ორგანოს შენობებში;

თ. მსხვერპლისთვის დამოუკიდებელი და კომპეტენტური თარჯიმნების უზრუნველყოფით, როდესაც მსხვერპლი მონაწილეობს სასამართლო პროცესში ან როდესაც იგი წარადგენს მტკიცებულებას;

ი. მსხვერპლისთვის იმის შესაძლებლობის მიცემით, მათი ქვეყნის შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად, რომ სასამართლო დარბაზში ჩვენება მისცენ დაუსწრებლად ან, ყოველ შემთხვევაში, სავარაუდო დამნაშავე პირის არყოფნის დროს, კერძოდ, შესაბამისი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, სადაც ეს შესაძლებელია.

2. მსხვერპლი ბავშვი ან ოჯახში ძალადობის ან ქალთა მიმართ ძალადობის მოწმე ბავშვი უზრუნველყოფილია, როცა მიზანშეწონილია, სპეციალური დაცვითი ზომებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინები