1. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ მსხვერპლს, რომლის ბინადრობის სტატუსი დამოკიდებულია მეუღლის ან პარტნიორის ბინადრობის სტატუსზე, როგორც ეს აღიარებულია შიდა კანონმდებლობით, ქორწინების ან პარტნიორული ურთიერთობების დარღვევის შემთხვევაში მიენიჭოს, განსაკუთრებით რთული გარემოებების დროს, განცხადების საფუძველზე, დამოუკიდებელი ბინადრობის ნებართვა ქორწინების ან პარტნიორული ურთიერთობების ხანგრძლივობის მიუხედავად. დამოუკიდებელი ბინადრობის ნებართვის მინიჭებისა და ხანგრძლივობის პირობები განისაზღვრება შიდა კანონმდებლობით.
2. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ მსხვერპლმა შეიძლება მოიპოვოს ქვეყნიდან გაძევებასთან დაკავშირებული იმ სასამართლო პროცესის შეჩერების უფლება, რომელიც დაწყებული იყო ბინადრობის სტატუსის გამო და რომელიც დამოკიდებულია მეუღლის ან პარტნიორის ბინადრობის სტატუსზე, როგორც აღიარებულია შიდა კანონმდებლობით, რათა შესაძლებლობა მიეცეთ მათ, განცხადება შეიტანონ დამოუკიდებელი ბინადრობის ნებართვის ასაღებად.
3. მხარეები მსხვერპლზე გასცემენ განახლებად ბინადრობის ნებართვებს ქვემოთ ჩამოთვლილი ორიდან ერთ-ერთ ან ორივე სიტუაციაში:
ა. როდესაც კომპეტენტური ორგანო თვლის, რომ მათი დარჩენა აუცილებელია პირადი სიტუაციიდან გამომდინარე;
ბ. როდესაც კომპეტენტური ორგანო თვლის, რომ მათი დარჩენა აუცილებელია გამოძიებასა და სისხლის სამართლის პროცესში კომპეტენტურ ორგანოებთან მათი თანამშრომლობის მიზნით.
4. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ იძულებითი ქორწინების მსხვერპლმა, რომლებიც სხვა ქვეყანაში ჩამოიყვანეს ქორწინების მიზნით და რომლებმაც ამის შედეგად დაკარგეს ბინადრობის სტატუსი ქვეყანაში, სადაც ისინი მუდმივად ცხოვრობენ, შეძლოს ამ სტატუსის აღდგენ