1. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ქალთა მიმართ ძალადობა გენდერული ნიშნით აღიარებული იყოს, როგორც სამართლებრივი დევნის ფორმა ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის კონვენციის 1A(2) მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში, ასევე, როგორც სერიოზული ზარალის ფორმა, რომელიც მოითხოვს დამატებით/სუბსიდიარულ დაცვას.

2. მხარეები უზრუნველყოფენ, რომ კონვენციის თითოეული საფუძვლის განხილვის დროს მხედველობაში იყოს მიღებული განმარტება, რომელიც ითვალისწინებს გენდერულ ფაქტორს და როდესაც დგინდება, რომ არსებობს სამართლებრივი დევნის საშიშროება ერთი ან რამდენიმე ასეთი საფუძვლის გამო, მთხოვნელებს ენიჭებათ ლტოლვილის სტატუსი შესაბამისი მოქმედი დოკუმენტების შესაბამისად.

3. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას, რათა თავშესაფრის მაძიებელთათვის შემუშავებულ იქნეს მიღების პროცედურები და მხარდაჭერის სამსახურები, გენდერული ფაქტორის გათვალისწინებით, ასევე, გენდერული სახელმძღვანელო პრინციპები და თავშესაფრის მიცემის პროცედურები გენდერული ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის, ლტოლვილის სტატუსის განსაზღვრისა და საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის დრო