1. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფი (შემდგომში „გრევიო“) ახორციელებს მხარეების მიერ ამ კონვენციის შესრულების მონიტორინგს.

2. „გრევიო“ შედგება მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 15 წევრისაგან, გენდერული და გეოგრაფიული ბალანსის და მრავალდისციპლინური გამოცდილების გათვალისწინებით. „გრევიოს“ წევრებს 4 წლის ვადით, რომელიც ერთხელ განახლდება, ირჩევს მხარეთა კომიტეტი მხარეების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან, რომლებიც შეირჩევიან მხარეების მოქალაქეებიდან.

3. ათი წევრის პირველადი არჩევნები ტარდება ამ კონვენციის ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში. 5 დამატებითი წევრის არჩევნები ტარდება 25-ე რატიფიკაციის ან კონვენციასთან მიერთების შემდეგ.

4. „გრევიოს“ წევრების არჩევა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

ა. მათი შერჩევა ხდება გამჭვირვალე პროცედურის შესაბამისად მაღალი მორალური თვისებების მქონე პიროვნებებიდან, რომლებიც ცნობილნი არიან თავისი აღიარებული კომპეტენციით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა, მსხვერპლის დახმარება და დაცვა, ან რომლებმაც გამოავლინეს პროფესიონალური გამოცდილება ამ კონვენციის მოქმედების ფარგლებში შემავალ სფეროებში;

ბ. „გრევიოს“ არცერთი ორი წევრი არ შეიძლება იყოს ერთი და იგივე სახელმწიფოს მოქალაქე;

გ. ისინი უნდა წარმოადგენდნენ ძირითად სამართლებრივ სისტემებს;

დ. ისინი უნდა წარმოადგენდნენ შესაბამის მონაწილეებს და უწყებებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის სფეროში;

ე. ისინი ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ საკუთარი თანამდებობების რანგში და თავისი ფუნქციების განხორციელებისას არიან დამოუკიდებელნი და მიუკერძოებელნი, და შეუძლიათ თავისი მოვალეობების ეფექტურად შესრულება.

5. „გრევიოს“ წევრების არჩევის პროცედურას განსაზღვრავს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მხარეებთან კონსულტაციისა და მათი ერთსულოვანი თანხმობის მიღების შემდეგ, ამ კონვენციის ძალაში შესვლიდან ექვსი თვის განმავლობაში.

6. „გრევიო“ ამტკიცებს საკუთარი საქმიანობის წესებს.

7. „გრევიოს“ წევრები და დელეგაციების სხვა წევრები, რომლებიც ვიზიტებს ახორციელებენ ქვეყნებში, როგორც გათვალისწინებულია 68-ე მუხლის მე-9 და მე-14 პუნქტებში, სარგებლობენ ამ კონვენციის დანართში დადგენილი პრივილეგიებით და იმუნიტეტები