1. წინამდებარე კონვენცია ზიანს არ აყენებს იმ სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტებიდან გამომდინარე ვალდებულებებს, რომელთა მონაწილენიც არიან ან გახდებიან ამ კონვენციის მონაწილე მხარეები და რომლებიც შეიცავენ დებულებებს ამ კონვენციით რეგულირებადი საკითხების შესახებ.
2. ამ კონვენციის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთთან დადონ ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებები ამ კონვენციაში განხილულ საკითხებთან დაკავშირებით, მისი დებულებების შევსების ან განმტკიცების ან მასში ჩადებული პრინციპების დაცვის ხელშეწყობის მიზნით.