1. ამ კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს შეუძლია, ამ კონვენციის მხარეებთან კონსულტაციისა და მათი ერთსულოვანი თანხმობის მიღების შემდეგ, მოიწვიოს ევროპის საბჭოს ნებისმიერი არაწევრი სახელმწიფო, რომელიც არ მონაწილეობდა ამ კონვენციის შემუშავებაში, რათა ის მიუერთდეს ამ კონვენციას ევროპის საბჭოს წესდების მე-20 მუხლის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებისა და მხარეთა იმ წარმომადგენლების ერთსულოვანი ხმის მიცემის საფუძველზე, რომლებსაც უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ მინისტრთა კომიტეტის მუშაობაში.

2. მიერთების მსურველი ნებისმიერი სახელმწიფოს მიმართ, ეს კონვენცია ძალაში შედის მიერთების დოკუმენტის ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან დეპონირების თარიღიდან სამთვიანი ვადის ამოწურვიდან მომდევნო თვის პირველ დღე